პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, თუმცა დიდ ქვეყნებს საკუთარი ინტერესებისთვის საქართველოს გამოყენების უფლებას არ მისცემს.

კახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ
პირველი არხი

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ევროკავშირთან თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზაობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გაცემას.

„ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? რა თქმა უნდა, თავისუფლება.

ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თავიდანვე თუ იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას საზოგადოება კარგად ხედავს და სწორი შეფასების გაკეთებაც შეუძლია.

„ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, დამაზიანებელი იქნება უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს, წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს? გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იგივეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული - მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? რა თქმა უნდა, თავისუფლება. ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თავიდანვე თუ იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები