პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობა „ახალი ფურცლიდან“ დაიწყოს, თუმცა პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს და არა დავალებების გაცემა. მისი თქმით, სანქციებზე მიერთება ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებდა.

კახა კალაძე: მზად ვართ ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ
რუსთავი 2

"თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის საქართველო მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, კახა კალაძის თქმით, ხელისუფლებას არაერთხელ აქვს დაფიქსირებული მზაობა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე, თუმცა ეს ყველაფერი ორმხრივი უნდა იყოს და ადგილი არ უნდა ჰქონდეს ბრძანებების გაცემას.

"ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? - რა თქმა უნდა, თავისუფლება.

ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ევროპელი მაღალჩინოსნების დამოკიდებულებას საზოგადოება კარგად ხედავს და სწორი შეფასების გაკეთებაც შეუძლია.

"ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, დამაზიანებელი იქნება უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს, წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს?

გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იგივეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან", - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიკახა კალაძე - ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების მზადყოფნა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული - მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს და არა ზემოდან ყურება და ბრძანებების გაცემა
  2. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს, ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადადგა, რომ ქვეყანა დააზიანო“
კახა კალაძე
„ჩვენი პასუხი ძალიან მარტივია. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააფიქსირა მზაობა, თანამშრომლობის, ურთიერთობის გაღრმავების, ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ინტერესები იყოს შელახული და დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოგვიყენონ. ასე არ გამოვა. პარტნიორობა, მეგობრობა უნდა იყოს ორმხრივი და არა ზემოდან ყურება, ბრძანებების გაცემა. ევროპა რატომ გვინდა? რა იყო მთავარი ამოცანა და მიზანი? - რა თქმა უნდა, თავისუფლება. ისინი იმავე მეთოდებით აგრძელებენ ურთიერთობას, მათ შორის დავალებების მიცემას. თუ თავიდანვე იცი, რომ რაღაც დამაზიანებელია და პრობლემის მომტანია შენი ქვეყნისთვის, შენ თუ გონიერი ხელისუფალი ხარ და იცავ შენი ქვეყნის ინტერესს და შენი ხალხი გადარდებს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მხედველობაში მაქვს, მაგალითად, სანქციებზე მიერთება“
კახა კალაძე
„ჩვენ ხომ ვიცოდით და ვიცით, რომ სანქციებზე მიერთება დამაზიანებელი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, დამაზიანებელი იქნება უბრალო ადამიანისთვის, ვინც შრომობს, მუშაობს, წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში. რატომ უნდა გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელიც აზიანებს შენი ქვეყნის ინტერესებს? გვიკრძალავენ, გვეუბნებიან, გვემუქრებიან, გვაშანტაჟებენ, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, რატომ მიიღეთ, შემდეგ თვითონ იგივეს აკეთებენ. მგონი, ძალიან მარტივად შეუძლია საზოგადოებას გააკეთოს შეფასებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ევროპელი მაღალჩინოსნების მხრიდან“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძე – მზად ვართ, ევროკავშირთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მაგრამ დიდმა ქვეყნებმა თავიანთი ინტერესების გასატარებლად არ უნდა გამოგვიყენონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები