მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყანაში ძალადობის ადგილი არ არის და ყველა, ვინც მერიებსა და სავაჭრო ობიექტებს თავს ესხმოდა, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარება.

საფრანგეთის რესპუბლიკაში ძალადობის ადგილი არ არის, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
„ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან.
სამართალდამცველებს, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გარანტები არიან, მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ.
ჩვენ ერთიანად დავუპირისპირდებით ქაოსის დამთესველებს, რომელთა ერთადერთი მიზანიც ჩვენი ინსტიტუციების ნგრევაა და ხელს უშლიან მათ, ვინც თავის მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ციტატები სტატიიდან
„ისინი, ვინც არბევდნენ და თავს ესხმოდნენ პრეფექტურებს, სავაჭრო ობიექტებსა და ჩვენს მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან. სამართალდამცველებს, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გარანტები არიან, მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩვენ ერთიანად დავუპირისპირდებით ქაოსის დამთესველებს, რომელთა ერთადერთი მიზანიც ჩვენი ინსტიტუციების ნგრევაა და ხელს უშლიან მათ, ვინც თავის მოთხოვნებს მშვიდობიანად გამოხატავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.