პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

ევროკავშირის 7-წლიანი ბიუჯეტის შესახებ სამიტი სრული უთანხმოებით დასრულდა. ანტონიუ კოშტას მიერ შეთავაზებულმა 1.78 ტრილიონი ევროს ოდენობის კომპრომისულმა პროექტმა ყველა მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა გამოიწვია.

Euronews: "წმინდა პოლიტიკური თეატრი" და უთანხმოება - ევროკავშირის ქვეყნებმა 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რუსთავი 2

ევროკავშირის მომდევნო 7 წლიანი ბიუჯეტის საკითხზე გარღვევის მისაღწევად სპეციალურად მოწვეული სამიტი სრული უთანხმოებით დასრულდა. დაპირისპირებულ ბანაკებად დაყოფილმა ლიდერებმა, საკუთარ პრინციპულ პოზიციებზე უარის თქმა არ ისურვეს და ღიად გამოთქვეს ეჭვი, რომ დეკემბრამდე შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დაძაბულობის, ურთიერთბრალდებებისა და ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რამაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ლიდერული უნარების შესახებ სერიოზული კითხვები გააჩინა.

ამჟამად მისი პოლიტიკური ავტორიტეტი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, წარმატებით დასრულდება თუ არა ეს მოლაპარაკებები. კოშტას მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაში, ევროკავშირის შვიდწლიანი ბიუჯეტი მიმდინარე ფასებში, 1.78 ტრილიონი ევროა. ეს თავდაპირველ პროექტთან შედარებით 10%-ით ნაკლებია, თუმცა შეთავაზებას ყველა მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა მოჰყვა. გამოცემის ცნობით, ამგვარი რეაქცია ევროპული საბჭოს თავმჯდომარისთვის სრული მოულოდნელობა იყო.

"ეს შეხვედრა პროცესის აუცილებელი ეტაპი იყო. ჩვენ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ბუნებრივია, რომ სხვადასხვა მხარე საკუთარ საწყის პოზიციებს გამოკვეთს და მათ მკაფიოდ აფიქსირებს. ყველამ იცის, რომ ევროპის იმედების გაცრუება არ შეგვიძლია და 2028 წლის 1 იანვრიდან ახალი ბიუჯეტი უნდა გვქონდეს", - განაცხადა კოშტამ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დროა ყველა ლიდერი ჩაერთოს ამ დისკუსიაში ღია გონებით, კონსტრუქციული მიდგომითა და კომპრომისისთვის მზადყოფნით, რადგან ევროკავშირის ბიუჯეტი დროულად უნდა დავამტკიცოთ - ანტონიუ კოშტა​წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები