პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს

„ველოდრომზე“ „მარსელისა“ და „ლევსკის“ მატჩის წინ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს.

Le Figaro: „მარსელისა“ და სოფიის „ლევსკის“ მატჩის დაწყებამდე სტადიონზე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს
იმედინიუსი

ხუთშაბათს, ევროპა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრის დაწყებამდე, რომელშიც ერთმანეთს „ოლიმპიკ მარსელი“ და სოფიის „ლევსკი“ უპირისპირდებოდნენ, სტადიონ „ველოდრომის“ ტრიბუნებზე ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის ინციდენტი მოხდა.

მატჩის დაწყებამდე დაახლოებით ათი წუთით ადრე, „მარსელის“ რამდენიმე ათეულმა ქომაგმა დატოვა სამხრეთ ტრიბუნა და გვერდით ტრიბუნაზე გადაინაცვლა. არსებული ინფორმაციით, ფრანგი გულშემატკივრები ბულგარელ ქომაგთა ჯგუფს დაედევნენ, რომლებმაც თავი სტუმარი გუნდის სექტორს შეაფარეს, სადაც „ლევსკის“ 500-მდე გულშემატკივარი იმყოფებოდა.

ამის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა - მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა საგნები და პიროტექნიკა დაუშინეს.

სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სიტუაციის განმუხტვა და წესრიგის აღდგენა მალევე შეძლეს. შეხვედრა დათქმულ დროს დაიწყო, რის შემდეგაც „მარსელის“ ქომაგებმა უკან, სამხრეთ ტრიბუნაზე დაბრუნება დაიწყეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრების მსვლელობის დროს რამდენჯერმე ინციდენტი მოხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები