პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა. დუდა სანაძემ გამარჯვება კაპიტან თორნიკე შენგელიას მიუძღვნა, რომელმაც ბებიის გარდაცვალების მიუხედავად, მატჩში 44 წუთი ითამაშა.

"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
სპორტალი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი ჩვენი გუნდის თავკაცმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა და ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ გააკეთეს.

"ვულოცავ ყველას, ვინც საბერძნეთში ჩამოვიდა და გვგულშემატკივრობდა. დამიჯერეთ, ტრიბუნაზე ერთ კაცსაც რომ ვხედავთ საქართველოს დროშით, ძალიან გვიხარია.

მოვიგეთ თამაში, რომელშიც მეტოქეს 24 შეტევითი მოხსნა ჰქონდა. ურთულესი მატჩი იყო. საბერძნეთი ძირითადი დროის ბოლოს გადარჩა, ჩვენ - ოვერტაიმის ბოლოს. თოკოს შესახებ არ ვიცი, რა ვთქვა... ყველაფერს ვიყენებდით - ტაიმაუტს, ვიდეოგამეორებებს, რომ მას ენერგია ცოტა მაინც დაეზოგა. წინა დღეს "დუბაის" შემადგენლობაში 22 წუთი ითამაშა, ახლა - 44.

ერთ მომენტში მხოლოდ იმიტომ დავსვი, რომ ტრავმა მიიღო. ყოველ ჯერზე, როდესაც ვეკითხებოდი, რომ თუ უნდოდა შეჩერებულიყო, მპასუხობდა, რომ კარგად იყო. ასეთ ბიჭებთან მუშაობა ძალიან იოლია, ამ ბიჭებისთვის კი საქმე იოლია იმიტომ, რომ ასეთი კაპიტანი ჰყავთ", - თქვა ჯიკიჩმა.

გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემაც გააკეთა. მან ეს გამარჯვება კაპიტან თორნიკე შენგელიას მიუძღვნა.

"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს. გუშინ მან "დუბაის" შემადგენლობაში ითამაშა, შემდეგ კი ჩამოფრენილმა ბებიის გარდაცვალების ამბავი გაიგო.

ერთი წამითაც არ უფიქრია, რომ დღეს არ ითამაშებდა. ყოველთვის ამაყი ვარ და ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ, მაგრამ დღეს თორნიკე შენგელიასთვის ვითამაშე", - თქვა სანაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა #1TVSPORTწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები