პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი სტუმრად 92:88 დაამარცხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 30 ქულით მარკის რიდი გახდა, თორნიკე შენგელიამ კი 23 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 92:88 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, რიდი, ჯინჭარაძე, შენგელია, ტურძილაძე. პირველი მეოთხედი ბერძენთა უპირატესობით წარიმართა, მასპინძლები განსაკუთრებით დომინანტურად ფარზე გამოიყურებოდნენ და პირველ მეოთხედში, შეტევაში, ბურთი 8-ჯერ მოგვიხსნეს. მატჩის საწყის 5 წუთში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი ტურძილაძემ 3 პერსონალური ჯარიმა მიიღო, რის გამოც იგი ალექსანდრ ჯიკიჩმა გიორგი კორსანტიათი ჩაანაცვლა.

პირველ მეოთხედში 20:27 დავმარცხდით. მეორე მეოთხედში ჯიკიჩის გუნდმა თამაში გამოასწორა, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. საბერძნეთის ნაკრებმა მეორე მეოთხედში მხოლოდ 11 ქულა ჩაგვიგდო და პირველი ტაიმი 41:38 მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ მარკის რიდის ჯერი დადგა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა მესამე მეოთხედში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და არაერთი რთული ბურთი ჩააგდო.

მეოთხე მეოთხედის განმავლობაში მთელი შეხვედრა თითქმის თანაბრად მიმდინარეობდა, მარკის რიდმა თავი არამხოლოდ შეტევაში შედეგიანი თამაშით, არამედ დაცვაშიც გამოიჩინა. ნატურალიზებულმა კალათბურთელმა ორჯერ უმნიშვნელოვანესი ჩაჭრა განახორციელა, ერთხელ შეტევა წარმატებით თავად დაასრულა, მეორედ კი თორნიკე შენგელიამ საქართველოს ნაკრები წინ 4-ქულიანი უპირატესობით გაიყვანა.

მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე, საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ტაილერ დორსიმ 2 საჯარიმო ტყორცნიდან კალათში 1 მოათავსა. შემდეგ ბერძნებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და გიორგი კორსანტიამ ასევე 2-დან 1 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ 75:73 იყო და შეტევა ბერძნებს ჰქონდათ. სამწუხაროდ, შეხვედრის დასრულებამდე წამითა და ორი მეათედით ადრე, როდესაც ტაილერ დორსიმ ბურთი ფარისკენ უბრალოდ გადააგდო, რატი ანდრონიკაშვილი მასზე დაჯარიმდა და 3 ტყორცნის უფლება მიიღო, საიდანაც გამოცდილმა კალათბურთელმა ერთი სროლა კვლავ გააცუდა და მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

დამატებით დროში საქართველოს ნაკრებს პერსონალური ჯარიმების გამო რატი ანდრონიკაშვილი და ალექსანდრე მერკვილაძე ვეღარ ეხმარებოდნენ. ოვერტაიმის დაწყებიდან 2 წუთში საბერძნეთის ნაკრები წინ 6-ქულიანი სხვაობით გავიდა. გიორგი კორსანტიამ სამქულიანის ჩაგდება უმნიშვნელოვანეს მომენტში მოახერხა. იანის ანტეტოკუნმპოს ძმამ, კოსტას ანტეტოკუნმპომ, თორნიკე შენგელიას სახეში იდაყვი ჩაარტყა და საბერძნეთის ნაკრები არასპორტული ჯარიმით დასაჯეს, კაპიტანმა კი 2-დან 2 ჯარიმა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ საჯარიმო ხაზზე რიდი დადგა, რომელმაც ერთი ჯარიმა გამოიყენა, მეორეს გაცუდების შემდეგ კი ბურთი ჩაჭრა და საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

30 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე მარკის რიდი იყო (პლუს 3 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა), საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 23 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ალექსანდრე მერკვილაძემ 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა, დუდა სანაძემ 13 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას 29 ნოემბერს, პორტუგალიის წინააღმდეგ, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში, 19:30 საათზე გამართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები