მთავრობის დადგენილება ტანსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადის დაწესებაზე სრულად
საქართველოში ტანსაცმლის, თეთრეულისა და ფეხსაცმლის იმპორტის გაფორმების 500-ლარიანი ფიქსირებული გადასახადის ნაცვლად ახალი ტარიფი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც 1 კილოგრამი 3 ლარით დაიბეგრება.

მიმდინარე კვირიდან, 2026 წლის 25 ნოემბრიდან საქართველოში ტანსაცმლის, ასევე თეთრეულის და ფეხსაცმლის იმპორტზე ახალი გადასახადი ამოქმედდა. თუკი აქამდე იმპორტიორებისთვის მოქმედებდა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების 500 ლარის გადასახადი განურჩევლად იმისა, რა ზომის პარტიის იმპორტი ხორციელდებოდა, ახლა გადასახადი მიებმება ტანსაცმლის წონას: ერთი კილოგრამი 3 ლარით დაიბეგრება, რაც ერთ ტონაზე 3000 ლარს შეადგენს. შესაბამისად, თუკი აქამდე იმპორტიორი ერთი ტონა ტანსაცმლის პარტიის იმპორტის გაფორმების დროს 500 ლარს იხდიდა, ახლა მას 3000 ლარის გადახდა მოუწევს. თუკი კონკრეტული პარტიის ზომაა 5 ტონა, კომპანიას 500-ის ნაცვლად 15,000 ლარის გადახდა მოუწევს, 10 ტონის მოცულობის პარტიის იმპორტისას კი - 500 ლარის ნაცვლად 30,000-ის. გარდა ტანსაცმლისა დადგენილება შეეხება ინდუსტრიული დანიშნულების საქონელსაც, მათ შორის ტომრებს და ინდუსტრიულ ბიგ ბეგებს. გამონაკლისს წარმოადგენს ევროპიდან იმპორტირებული საქონელი და მეორადი ტანსაცმელი. ინდუსტრიის მხრიდან ამ ცვლილებაზე კრიტიკული შენიშვნები უკვე გაჟღერდა.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №535
თარიღი: 2026 წლის 13 ნოემბერი | ქ. თბილისი
ამოქმედების თარიღი: 2026 წლის 25 ნოემბერი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, III, №33, 31/03/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების 1²³ მუხლში:
ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
პუნქტი 4 (საფასურისაგან გათავისუფლება): „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156¹, 156², 156⁵ და 156¹¹ გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან პირი თავისუფლდება ამ დადგენილების 1⁷ მუხლის „ა“–„დ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
პუნქტი 5 (შეზღუდვების გავრცელება): „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156¹, 156², 156⁵ და 156¹¹ გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისას:
თუ საბაჟო დეკლარაციის შევსება მოთხოვნილია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე — ვრცელდება ამ დადგენილების 1¹⁰ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა;
სხვა შემთხვევაში — ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა.
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
პუნქტი 6 (156¹¹ გრაფის გამოყენების პირობები): „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 156¹¹ გრაფით გათვალისწინებულ მომსახურების საფასურს პირი იხდის იმ შემთხვევაში, თუ ამ გრაფით განსაზღვრული საფასურის ოდენობა აღემატება 54-ე, 54¹, 68-ე, 68¹, 82-ე, 82¹ და 87-ე გრაფებით დადგენილი საფასურის ოდენობას.
ამასთან, 156¹¹ გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, პირი თავისუფლდება ზემოაღნიშნული (54-ე, 54¹, 68-ე, 68¹, 82-ე, 82¹ და 87-ე) გრაფებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან.
2. დადგენილებით დამტკიცებული საფასურებისა და მათი განაკვეთების 156¹⁰ გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 156¹¹ გრაფა:
გრაფა
მომსახურების დასახელება
განაკვეთი
156¹¹
სეს ესნ-ის 61–65 სასაქონლო ჯგუფებში (გარდა 6309 და 6310 სასაქონლო პოზიციებისა) კლასიფიცირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება.
გამონაკლისები (როდესაც ეს საფასური არ მოქმედებს):
• წარდგენილია წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ან წარმოშობის დეკლარაცია, რომელიც გაცემულია:
– საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების (27.06.2014) ფარგლებში;
– საქართველო-EFTA-ს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (27.06.2016) ფარგლებში;
– საქართველო-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების (21.10.2019) ფარგლებში.
• საქონლის გაფორმება ხორციელდება საბაჟო დეკლარაციის — ფორმა 4-ის გამოყენებით.
1 კილოგრამზე – 3 ლარი
მუხლი 2დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 25 ნოემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი — ირაკლი კობახიძე
საქონლის კატეგორიები, რომლებზეც ახალი გადასახადი ამოქმედდა:
6101 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა, მამაკაცის ან ბიჭისა
6102 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი, ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი
6103 კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა
6104 კოსტუმები, კომპლექტები, ჟაკეტები და სხვა ტრიკოტაჟისა, ქალის ან გოგონასი
6105 პერანგები და კვართები ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა
6106 ბლუზები, პერანგები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი, ქალის ან გოგონასი
6107 ქვედა საცვლები მამაკაცისა ან ბიჭისა ტრიკოტაჟისა
6108 ქვედა საცვლები ქალის და გოგონასი, ტრიკოტაჟისა
6109 მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6110 სვიტერები, პულოვერები და ტრიკოტაჟის ანალოგიური ნაწარმი, ნაქსოვი
6111 საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6112 კოსტუმები სპორტული, ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6113 ტანსაცმელი მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟის ქსოვილისაგან
6114 ტრიკოტაჟის ტანსაცმელი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი სხვა
6115 კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი
6116 ხელთათმანები, ცალთითები, უთითო თათმანები ტრიკოტაჟისა, მანქანით ან ხელით ნაქსოვი
6117 ტანსაცმლის საკუთნოები, ტრიკოტაჟისა
6201 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა
6202 პალტოები, ლაბადები და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასათვის
6203 კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა
6204 კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები, ქალისა ან გოგონასი
6205 მამაკაცისა და ბიჭების პერანგები
6206 ბლუზები, პერანგები და ბატნიკები ქალის ან გოგონასი
6207 მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ნალოგიური ნაწარმი მამაკაცისა ან ბიჭისა
6208 მაისურები და თბილი ზედა საცვალი სხვა და ანალოგიური ნაწარმი ქალისა ან გოგონასი
6209 საბავშვო ტანსაცმელი და მისი საკუთნოები
6210 სხვა ტანსაცმელი
6211 კოსტუმები, სპორტული, სათხილამურო და საბანაო
6212 ბიუსტჰალტერები, ქამრები და ანალოგიური ნაწარმი ტრიკოტაჟისა
6213 ცხვირსახოცები
6214 შალები, შარფები, ვუალები და ანალოგიური ნაწარმი
6215 ჰალსტუხები, ჰალსტუხი-პეპლები და ყელსახვევები
6216 ხელთათმანები, ცალთითები და უთითო თათმანები
6217 ტანსაცმლის საკუთნოები მზა სხვა
6301 საბნები და პლედები სამგზავრო
6302 თეთრეული ლოგინისა, მაგიდისა, სამზარეულოსი და ტუალეტისა
6303 ფარდები, სინათლეგაუმტარი შტორები; ფარდები ან არშიები საწოლებისათვის
6304 დეკორატიული ნაწარმი სხვა
6305 ტომრები და პაკეტები შესაფუთი
6306 ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები და სხვა
6307 მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით
6308 ნაკრებები, შედგენილი ქსოვილებისა და ნართისაგან, ხელსაქმისათვის
6401 წყალგაუმტარი ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით
6402 სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით
6403 ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით
6404 ფეხსაცმელი რეზინის, ტყავის ძირითა და საფეიქრო მასალის ზედაპირით
6405 სხვა ფეხსაცმელი
6406 ფეხსაცმლის ნაწილები
6501 ქუდების ფორმები, ქუდის კუნძურები და ფეტრის ჩაჩები
6504 ქუდები და სხვა თავსაბურავები, დამზადებული სხვადასხვა მასალის ზოლების შეერთებით
6505 ქუდები და სხვა თავსაბურავები, ტრიკოტაჟისა
6506 თავსაბურავები სხვა, სარჩულზე ან უსარჩულოდ, გაწყობილი ან გაუწყობელი
6507 შუასადებები, სარჩულები ქუდებისათვის, წინაფრები და თასმები თავსაბურავებისათვის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…