პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი - 2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი - ჩვენ ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ხალხს ეკუთვნის!

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა 2 წლის წინ ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება დაიწყო, და მოქალაქეებს 28 ნოემბერს საპროტესტო მარშზე გამოსვლისკენ მოუწოდებს.

ირაკლი ფავლენიშვილი - 2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი - ჩვენ ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ხალხს ეკუთვნის!
ინტერპრესნიუსი

2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა 28 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალაუფლება ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს და ქვეყანაში აღმშენებლობის პერიოდი უნდა გაგრძელდეს.

„ხვალ, 28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, მოვუწოდებ საქართველოს პატრიოტებს, შევიკრიბოთ ავლაბრის მეტროსთან. „ნაციონალური მოძრაობა“ შაბათის მარშს შეუერთდება საღამოს 7 საათზე, მათ შორის იცით, რომ ჩვენი პატრიოტები, ჩვენი თანამებრძოლები შეიკრიბებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან იმავე დროს და ერთ დროს დავძვრებით თავისუფლების მოედნისკენ.

ეს არის კულმინაციური მომენტი საქართველოს უახლოეს ისტორიაში! 2 წლის წინ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის, გამოიწვიეს დუელში ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, შეცვალეს კონსტიტუცია და განახორციელეს უპრეცედენტო ბოლშევიკური ტიპის რეპრესიები თავისუფალი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ამ დროს ჩვენ არ გავტყდით, გავაგრძელეთ ბრძოლა და მკაფიო ნიშნებია იმის, რომ ტყდება ივანიშვილის რეჟიმი, ერთმანეთი დაასმინეს, ერთმანეთი დაიჭირეს, ერთმანეთს ესროლეს და ახლა არის გადამწყვეტი მომენტი! ჩვენ უნდა შევიკრათ, ისევ უნდა ავიღოთ ხელში ინიციატივა და დავიბრუნოთ ძალაუფლება, რომელიც ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა იმ ბანდას, რომელმაც მიიტაცა ეს ძალაუფლება და რომელიც ემსახურება ამ ქვეყნის უბოროტეს მტერს - კრემლს და რუსეთს, ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ბრძოლა უნდა მივიყვანოთ გამარჯვებამდე, ყველა უნდა შევიკრიბოთ 28-ში და უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს და პირიქით, ჩვენ კვლავინდებურად გავალთ თავისუფლების მოედანზე და დავანახებთ ჩვენ სიმრავლეს და ჩვენ ძალას ყველას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც და რა თქმა უნდა რეჟიმი, რომელიც ებრძვის ქართულ ეკლესიას, რეჟიმი რომელიც ქართველებისგან ცლის საქართველოს, რეჟიმი რომელიც არ აღარიბებს საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც თაღლითების ცენტრად აქცია საქართველო და რომელმაც ქართველებს დაუკარგა პერსპექტივა ამ ქვეყანაში უნდა მოშორდეს, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ძალაუფლება და ამ ქვეყნის ისტორიაში აღმშენებლობის პერიოდი უნდა გაგრძელდეს, ამიტომაც მოგიწოდებთ ყველას, საქართველოს ყველა პატრიოტს, ვინც გვეთანხმება გამოდით ავლაბრის მეტროსთან საღამოს შვიდ საათზე, ხვალ გელოდებით ყველას,“ - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური28-ში უნდა შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ვერ გაგვტეხეს, ვერ დაგვაშინეს - ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ფავლენიშვილი - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თავისი ე.წ სარჩელით, რომელიც წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას ეფუძნება, როგორც წინა კვირების მანძილზე, მომავალ კვირებშიც ასევე გაცამტვერდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები