პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ფავლენიშვილი - შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლო

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციის ალიანსიდან“ გარიცხვაზე კამათი უნდა დასრულდეს და ძალისხმევა საკონსტიტუციო სასამართლოსა და 28 ნოემბრის აქციაზე უნდა მიიმართოს.

ირაკლი ფავლენიშვილი - შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ
ინტერპრესნიუსი

მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ოპოზიციის ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა - შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს, საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ოფიციალურად გაფორმება მოინდომეს „ალიანსში“, ლოგოს ამოღების და გარიცხვის სახე მიეცა, როგორც კონკრეტულმა წარმომადგენელმა განაცხადა“.

„შემდეგ მე განვაცხადე, რომ თუ ამ „ალიანსში“ არ ვართ, ჩვენთვის ეს გასაგებია და არ ვიქნებით, ისედაც საქმიანობაში არ ვიყავით ჩართულები. ისევ ერთიანობის გამო არ ვიყავით ჩართულები, ჩვენი იქ ყოფნა მუდმივ თავდასხმებს იწვევდა, შემდეგ ამას ჩვენი პასუხი მოყვებოდა, იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ დანაშაულებსა და მოგვარების გზებზე ყოფილიყო საუბარი. ამიტომაც ისევ ერთიანობისა და საერთო ბრძოლისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმიანობაში ჩართულები არ ვყოფილიყავით.

ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი“. ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი. მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოირაკლი ფავლენიშვილი – ალიანსიდან გაგვრიცხეს თუ გავედით, როგორც გინდათ, ისე თქვით, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ამაზე საუბარი არარელევანტურია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ ოფიციალურად გაფორმება მოინდომეს „ალიანსში“, ლოგოს ამოღების და გარიცხვის სახე მიეცა, როგორც კონკრეტულმა წარმომადგენელმა განაცხადა“
„შემდეგ მე განვაცხადე, რომ თუ ამ „ალიანსში“ არ ვართ, ჩვენთვის ეს გასაგებია და არ ვიქნებით, ისედაც საქმიანობაში არ ვიყავით ჩართულები. ისევ ერთიანობის გამო არ ვიყავით ჩართულები, ჩვენი იქ ყოფნა მუდმივ თავდასხმებს იწვევდა, შემდეგ ამას ჩვენი პასუხი მოყვებოდა, იმის მაგივრად, რომ „ქართული ოცნების“ დანაშაულებსა და მოგვარების გზებზე ყოფილიყო საუბარი. ამიტომაც ისევ ერთიანობისა და საერთო ბრძოლისთვის საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმიანობაში ჩართულები არ ვყოფილიყავით. ჩვენ არ მიგვაჩნდა სერიოზულად საუბარი და ოფიციალური მსჯელობა იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მიგვეღო დაგვეტოვებინა თუ არა „ალიანსი“. ახლა სხვა დროა და საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. მათ ჩათვალეს საჭიროდ ოფიციალურად ამის გაკეთება, თორემ ბოლო თვეების მანძილზე რომ არ ვიყავით „ალიანსის“ საქმიანობაში ჩართულები, ეს ყველამ ისედაც იცოდა, არ ვმალავდი მეც და ამაზე ვსაუბრობდი. მარტივი მოცემულობა გახლავთ, არ ვიყავით ჩართულები, ისევ ერთიანობის გამო, რადგან მერე მუდმივად ბრალდებები ხდებოდა, ამიტომაც ოფიციალურად მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება არ მიგვაჩნდა რელევანტურად. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს გაგვრიცხეს თუ ჩვენით წამოვედით, ასე გამოვიდა, რომ გაგვრიცხეს, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიმაჩნია რელევანტურად. ახლაა ბრძოლაა და შენ გამრიცხე, მე წავედი, ეს უნდა დასრულდეს და საკონსტიტუციო სასამართლოზე და 28 ნოემბრის აქციაზე ვორიენტირდეთ“
ირაკლი ფავლენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი აღარ არის – „ალიანსიდან ჩვენს გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები