სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, Amazon-ის თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ
Amazon-ის თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში დაბალი ანაზღაურებისა და მძიმე პირობების გასაპროტესტებლად აქციებსა და გაფიცვებს მართავენ. პროფკავშირები კომპანიას თანამშრომლებზე აგრესიულ კონტროლსა და არასათანადო ანაზღაურებაში ადანაშაულებენ.

ამერიკული კომპანია Amazon-ის თანამშრომლები მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში გაფიცვებსა და საპროტესტო აქციებს მართავენ. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თანამშრომლები დაბალ ანაზღაურებასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
საერთაშორისო პროფკავშირული გაერთიანება UNI Global Union-ისა და ორგანიზაცია Progressive International-ის ინიციატივით, აქცია კამპანია „Amazon-მა უნდა გადაიხადოს“ ფარგლებში ტარდება. კამპანია საცალო ვაჭრობის გიგანტს პროფკავშირებთან მოლაპარაკებების დაწყებისა და დასაქმებულთა ორგანიზების უფლების პატივისცემისკენ მოუწოდებს. ორგანიზატორები კომპანიას არასათანადო ანაზღაურებასა და თანამშრომლების მიმართ მკაცრი სამუშაო პრაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
დღეს გერმანიაში Amazon-ის 11 ობიექტის თანამშრომლები გაიფიცებიან. საპროტესტო და სოლიდარობის აქციები ასევე დაგეგმილია აშშ-ში, ინდოეთში, კანადასა და იაპონიაში.
გერმანიაში გაფიცვა გაერთიანებამ United Services Trade Union-მა გამოაცხადა. პროფკავშირის განცხადებით, „მასშტაბური დაშინების მიუხედავად, Amazon-ის თანამშრომლები საცალო ვაჭრობის სექტორისთვის კოლექტიური შეთანხმებების აღიარებასა და უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო პირობებზე შეთანხმების გაფორმებას მოითხოვენ“.
პროფკავშირი კომპანიას ერთფეროვანი სამუშაო პროცესების დანერგვასა და თანამშრომლებზე აგრესიული კონტროლის სტრატეგიის გამოყენებაშიც ადანაშაულებს. მისივე მტკიცებით, კონტროლის ერთ-ერთი საშუალება ციფრული ტრეკერებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…