პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გერმანიაში ათეულათასობით მუშა გაიფიცა

გერმანიაში ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 413 ათასზე მეტი მუშა გაიფიცა. პროფკავშირ IG Metall-ის წარმომადგენლის, ნადინ ბოგუსლავსკის თქმით, მუშები სამუშაო ადგილების მომავლისთვის იბრძვიან და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფრო ხანგრძლივი გაფიცვებით იმუქრებიან.

გერმანიაში ათეულათასობით მუშა გაიფიცა
რადიო თავისუფლება

ამ კვირაში გაფიცვები და აქციები მთელი გერმანიის მასშტაბით გავრცელდა. გაფიცულები ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, განაცხადა მათმა პროფკავშირმა პარასკევს.

პროფკავშირმა IG Metall-მა გაფიცვა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც დამსაქმებლებთან თავისი წევრების სახელით გამართული მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

კვირიდან პარასკევის ჩათვლით 413 ათაზე

მეტი მუშა შეუერთდა აქციებს ქვეყნის მასშტაბით, რაც მოიცავდა 2 800-ზე მეტ, ძირითადად მცირე მასშტაბის გაფიცვას, განაცხადა გერმანიის უდიდესმა პროფკავშირმა.

მუშები „თავიანთი ოჯახებისა და სამუშაო ადგილების მომავლისთვის იბრძვიან“, - განაცხადა დამსაქმებელთან მოლაპარაკებაში IG Metall-ის მთავარმა წარმომადგენელმა ნადინ ბოგუსლავსკიმ.

„ისინი ელიან მსყიდველობითი უნარის მატერიალურ გაზრდას, ასევე დამსაქმებლებისგან კონკრეტულ ვალდებულებებს... სამრეწველო ღირებულების შექმნისა და ინვესტიციების დასაცავად“.

პროფკავშირებმა „სამართლიანი და მოქნილი“ შეთავაზება გააკეთეს, ახლა კი ბურთი დამსაქმებლების მხარესაა, დასძინა მან.

მოლაპარაკებები მომავალ კვირაში გაგრძელდება, თუმცა პროფკავშირები იმუქრებიან უფრო ხანგრძლივი გაფიცვების დაწყებით, თუ დამსაქმებლები მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

მიმდინარე მოლაპარაკებები IG Metall-ის წევრ, 3,7 მილიონზე მეტ მუშას მოიცავს

პროფკავშირის მოთხოვნები მერყეობს ხელფასის ხუთპროცენტიანი მატებიდან თორმეტი თვის განმავლობაში, წარმატებულ კომპანიებში მოგების გაზიარებითა და სამუშაო ადგილების გარანტიებით დამთავრებული.

ჯერჯერობით, დამსაქმებლებმა შესთავაზეს ხელფასის 1,3-პროცენტიანი ზრდა 2028 წლის შუა პერიოდიდან და ერთჯერადი ფულადი პრემია.

IG Metall-ის მიერ წარმოდგენილი კომპანიების მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.

იმ დროს, როდესაც საავტომობილო სექტორი და მისი მომწოდებლები დიდი ხანია ებრძვიან სირთულეებს და რეგულარულად აცხადებენ სამუშაო ადგილების შემცირებასა და ქარხნების დახურვაზე, სხვა სფეროები, როგორიცაა აეროკოსმოსური და თავდაცვითი ტექნოლოგიები, ბუმს განიცდიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავიანთი ოჯახებისა და სამუშაო ადგილების მომავლისთვის იბრძვიან“
ნადინ ბოგუსლავსკი
„ისინი ელიან მსყიდველობითი უნარის მატერიალურ გაზრდას, ასევე დამსაქმებლებისგან კონკრეტულ ვალდებულებებს... სამრეწველო ღირებულების შექმნისა და ინვესტიციების დასაცავად“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში პროტესტის ტალღას შეუერთდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები