პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლაშა ფარულავა – საზოგადოებას ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

„ენმ-ის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ სასამართლო ივანიშვილის ნოტარიუსად იქცა და ბათუმში მიმდინარე პროცესის მიუხედავად, საბოლოო სიტყვას ევროპული სასამართლო იტყვის.

ლაშა ფარულავა – საზოგადოებას ფაქტებზე, კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის
პირველი არხი

„ქართულმა ოცნებამ“ და მათმა წარმომადგენელმა როდესაც ვერაფერი მოახერხეს, ივანიშვილმა დისკუსიაში საკუთარი მოსამართლეები ჩართო, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ოპოზიცია ისტორიის სწორ მხარესაა, მოუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია.

„ქართული საზოგადოება ხედავს, რომ ქვეყანა ფეხზე დააყენა ვარდების რევოლუციამ. ვინმე თუ არის ისტორიის არასწორ მხარეს და არის სამარცხვინო ფურცელი, სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელმაც შექმნა ეს სარჩელი და ფაქტობრივად დემოკრატიას ძირი გამოუთხარა. ჩვენ საზოგადოებას კვლავ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე ვესაუბრებით და ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს ბათუმში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის ნოტარიუსად ქცეულ სასამართლოს რაიმე ფასი აქვს. საბოლოო სიტყვას მხოლოდ ევროპული სასამართლო იტყვის და ეს არის მხოლოდ ინსტანცია, რომელიც უნდა გაიაროს დემოკრატიულმა ოპოზიციამ“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლაშა ფარულავა - კალაძე ორი-სამი მანქანით დადის და სხვებს ეუბნება, კენტი-ლუწი სისტემა შემოვაო, ტყუილად გაისროლა ინიციატივა, ამის მხარდამჭერი „ოცნებაშიც“ არ არსებობს - როგორ წარმოგიდგენიათ, რომ თბილისიდან გახვალთ და მეორე დღეს ვერ შემოხვალთ?!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები