პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თურქეთის პარლამენტის სპიკერი – “საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია – თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს”

თურქეთის პარლამენტის სპიკერი ნუმან ქურთულმუში საქართველოში „ბეშიქთაშის“ მატჩზე პალესტინის დროშის გამშლელი თურქი გულშემატკივრების მიმართ ქმედებებს მიუღებელს უწოდებს და აცხადებს, რომ თურქეთი საკუთარი მოქალაქეების უფლებებს სრულად დაიცავს.

თურქეთის პარლამენტის სპიკერი – “საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია – თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს”
ალია

საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდის მატჩის დროს, ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოწოდებით – „თავისუფლება პალესტინას!“- გამოვიდნენ – მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ნუმან ქურთულმუში ავრცელებს.

“მოძმე პალესტინელი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერა სინდისისა და მორალური პასუხისმგებლობის საკითხია. ამ ღირსეული პოზიციის მიმართ ძალადობით პასუხი სპორტის საყოველთაო ღირებულებებთან შეუთავსებელია და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას წარმოადგენს”, – წერს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.

მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებს.

“მოველით, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიიღებენ აუცილებელ ზომებს. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს საკუთარ სპორტსმენებსა და მოქალაქეებს და სრულად დაიცავს მათ უფლებებსა და სამართლებრივ გარანტიებს”, – აცხადებს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითურქეთის პარლამენტის სპიკერი - საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია - თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს
  2. ფორმულაოპოზიციურითურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
  3. ბათუმელებიოპოზიციურითურქეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს – თურქეთის პარლამენტის სპიკერი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერდოანის პარტიის სპიკერი ბათუმში მომხდარზე: პალესტინის დროშის გამო „ბეშიქთაშის“ გულშემატკივარზე ძალადობა...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები