თურქეთი დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებს – თურქეთის პარლამენტის სპიკერი
თურქეთის პარლამენტის სპიკერმა ნუმან კურთულმუშმა ბათუმში „ბეშიქთაშის“ ფანების მიმართ პოლიციის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, თუმცა საქართველოს შსს უარყოფს, რომ დაპირისპირება პალესტინის დროშის გამო დაიწყო.

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ნუმან კურთულმუში სოციალურ ქსელში, X-ზე ეხმიანება 26 ნოემბერს, ბათუმში მომხდარ დაპირისპირებას საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის.
„საქართველოში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის გუნდს შორის გამართულ მატჩზე, ჩვენი გულშემატკივრების მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომლებმაც პალესტინის დროშა გაშალეს და მოუწოდეს „თავისუფლება პალესტინას“, მიუღებელია.
…ამ ღირსეულ პოზიციაზე ძალადობით პასუხის გაცემა შეუთავსებელია სპორტის უნივერსალურ ღირებულებებთან და წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების აშკარა დარღვევას.
ჩვენ მოველით, რომ შესაბამისი უწყებები და საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციები ამ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ გადადგამენ საჭირო ნაბიჯებს.
თურქეთი მუდამ მხარში უდგას თავის სპორტსმენებსა და მოქალაქეებს; ჩვენ სრულად დავიცავთ მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
„ბეშიქთაშის“ ოჯახსა და ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“ – წერს თურქეთის პარლამენტის სპიკერი X-ზე.
26 ნოემბერს ბათუმში საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა პოლიციასა და გულშემატკივრებს.
შსს-ს ცნობით, გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად 3 პოლიციელი დაშავდა და 16 პირი დააკავეს. პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ ინციდენტი პალესტინის დროში გაშლას მოჰყვა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიათურქეთის პარლამენტის სპიკერი - საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია - თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს
თურქეთის პარლამენტის სპიკერი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
თურქეთის პარლამენტის სპიკერი – “საქართველოში ჩვენი გულშემატკივრების მიმართ ქმედებები მიუღებელია – თურქეთი სრულად დაიცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებებს”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…