პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Bloomberg: ევროპაში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად გაიზარდა - დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის დეფიციტის რისკის გამო ზედიზედ მესამე დღეა საგანგებო გაფრთხილება გაიცა

ცივი ამინდისა და ქარის ენერგიის სიმცირის ფონზე ევროპაში ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა, დიდ ბრიტანეთში კი სისტემის ოპერატორმა დეფიციტის რისკის გამო ზედიზედ მესამე დღეა საგანგებო გაფრთხილება გამოსცა.

Bloomberg: ევროპაში ელექტროენერგიის ფასი მკვეთრად გაიზარდა - დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის დეფიციტის რისკის გამო ზედიზედ მესამე დღეა საგანგებო გაფრთხილება გაიცა
იმედინიუსი

ევროპაში ელექტროენერგიის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ცივი ამინდისა და ქარის ენერგიის გამომუშავების შემცირების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდა, რის გამოც დიდ ბრიტანეთში ელექტროსისტემის ოპერატორმა ზედიზედ მესამე დღეა ელექტროენერგიის დამატებითი გენერაციის საჭიროების შესახებ გაფრთხილება გამოსცა, იუწყება Bloomberg-ი.

დიდი ბრიტანეთის ენერგოსისტემის ოპერატორმა (NESO) დღის განმავლობაში რამდენიმე გაფრთხილება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის რეზერვი შესაძლოა საღამოს 8 საათამდე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს. ოპერატორმა ელექტროენერგიის დამატებითი წარმოება მოითხოვა და მსხვილ მომხმარებლებს მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა.

გაფრთხილებები მიუთითებს იმ წნეხზე, რომლის წინაშეც ელექტროსისტემები დგას განახლებად ენერგიაზე მზარდი დამოკიდებულების გამო. ქარის სუსტი ნაკადების პირობებში ელექტროენერგიის მიწოდება სწრაფად მცირდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცივი ამინდი მოხმარებას ერთდროულად ზრდის, წერს სააგენტო.

Bloomberg-ის ცნობით, ელექტროენერგიის მომდევნო დღის საბითუმო ფასები მიუთითებს, რომ რთული ვითარება შენარჩუნდება. დიდ ბრიტანეთში პარასკევს ელექტროენერგიის ფასი 12%-ით გაიზარდა და მეგავატსაათზე 230,54 ფუნტი შეადგინა. ევროპის ზოგიერთ სხვა ბაზარზე კი Epex Spot-ის პლატფორმაზე ფასი დაახლოებით 300 ევროს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის საშუალო დონეს დაახლოებით სამჯერ აღემატება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე ზამთარში დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული მსგავსი გაფრთხილება უკვე მეოთხედ გაიცა. ეს წინა ხუთ ზამთარში გაცემული გაფრთხილებების საერთო რაოდენობაზე ორჯერ მეტია.

წინა გაფრთხილებები უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა და ელექტროენერგიის მიწოდებაში შესაძლოა 3,2 გიგავატამდე დეფიციტს პროგნოზირებდა.

ხუთშაბათს, დღის განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასი Epex-ის პლატფორმაზე მეგავატსაათზე 300 ფუნტამდეც გაიზარდა. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის, Elexon-ის მონაცემებით, ქარის ენერგიის გამომუშავება ხუთშაბათს ადრე გამოქვეყნებულ პროგნოზს დაახლოებით 2 გიგავატით ჩამორჩებოდა.

ამინდის პროგნოზის თანახმად, ხუთშაბათს ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე დაახლოებით 3 გრადუსით დაბალი იქნება, შაბათ-კვირას კი ჩვეულ მაჩვენებლებს მიუახლოვდება. ამასთან, გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომდევნო კვირაშიც სეზონზე უფრო ცივი ამინდია მოსალოდნელი. პროგნოზის მიხედვით, სიცივე კონტინენტის დიდ ნაწილში 10 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

დიდ ბრიტანეთში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები დამატებით ტვირთად აწვება მომხმარებლებს, რომლებიც ენერგეტიკული გადასახადების მკვეთრ ზრდას უკვე განიცდიან. ოთხშაბათს ენერგეტიკის მარეგულირებელმა Ofgem-მა განაცხადა, რომ 1 იანვრიდან ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების ზედა ზღვარი 26%-ით გაიზრდება და 2 166 ფუნტს მიაღწევს, წერს სააგენტო.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bloomberg: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ცივი ამინდი ზამთრის მარაგებს საფრთხეს უქმნისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები