პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Bloomberg: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ცივი ამინდი ზამთრის მარაგებს საფრთხეს უქმნის

ევროპაში ბუნებრივი აირის საორიენტაციო ფიუჩერსები 8.6%-ით გაიზარდა და მეგავატ/საათზე 96.075 ევრო შეადგინა. Bloomberg-ის ცნობით, ფასის მკვეთრ ნახტომს ამინდის პროგნოზის გაუარესება და ექსპორტის შეფერხების გამო ისედაც შემცირებული მარაგები განაპირობებს.

Bloomberg: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა - ცივი ამინდი ზამთრის მარაგებს საფრთხეს უქმნის
რუსთავი 2

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ამის მიზეზი ამინდის პროგნოზის მნიშვნელოვანი გაუარესებაა - მოსალოდნელი აცივება კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას, ევროპაში გაზის მარაგებთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-სა და ირანს შორის ომთან დაკავშირებული ექსპორტის შეფერხების გამო ისედაც შემცირებულია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის მონაცემებით, საორიენტაციო ფიუჩერსები 8.6%-ით გაიზარდა და მეგავატ/საათზე 96.075 ევრო შეადგინა, რაც ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი დღიური ზრდაა.

განახლებული პროგნოზების თანახმად, ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ცივი ამინდი დეკემბრის დასაწყისამდე შენარჩუნდება. ეს მანამდე არსებულ მოლოდინს ცვლის, რომლის მიხედვითაც ხანმოკლე აცივების შემდეგ სეზონთან შედარებით უჩვეულოდ თბილი ამინდი უნდა დამდგარიყო.

ამინდის პროგნოზის ცვლილება ზრდის რისკს, რომ გათბობის სეზონზე ევროპა გაზის მარაგებს მოსალოდნელზე სწრაფად დახარჯავს. შედეგად, რეგიონს ენერგომომარაგების შესაძლო ახალი შეფერხებებისგან დასაცავად უფრო მცირე სარეზერვო მარაგი დარჩება.

ირანის ომის შედეგად, რომელმაც მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების დაახლოებით მეხუთედი შეაფერხა, ევროპაში გაზსაცავების შევსების დონე უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება სეზონურ ნორმას. ამასთან, ამ თვის დასაწყისში დაფიქსირებულმა ცივმა პერიოდმა, გაზსაცავებიდან გაზის ამოღება უკვე დააჩქარა.

"მიუხედავად იმისა, რომ ხუთ წელზე ნაკლებ პერიოდში, მეორე მასშტაბურ ენერგეტიკულ კრიზისს ევროპის ეკონომიკა ჯერჯერობით მოულოდნელად მდგრადად უმკლავდება, მაღალი ფასები კვლავ ზრდის ინფლაციურ ზეწოლას და ზიანს აყენებს რეგიონის იმ მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ენერგომატარებლების ფასების ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან", - წერს გამოცემა.

მედიის ინფორმაციით, ამ კვირაში ცივი ამინდი აზიასაც მოიცავს, რამაც შესაძლოა გლობალურ ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდებისთვის კონკურენცია კიდევ უფრო გაამწვავოს. პროგნოზების თანახმად, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ასევე ჩინეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში ტემპერატურა სეზონურ ნორმაზე დაბალი იქნება.

ამავდროულად, გლობალურ ბაზარზე გაზის მიწოდება კვლავ შეზღუდულია. ნორვეგიაში, რომელიც ევროპისთვის მილსადენით გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია, რამდენიმე ობიექტზე კვლავ შეფერხებებია, რაც კონტინენტზე გაზის მიწოდებას ზღუდავს. გარდა ამისა, ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთში ადგილობრივი შეტაკებები გახშირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ რეგიონიდან მომარაგების პრობლემების აღმოფხვრა, უახლოეს მომავალში მაკლებად სავარაუდოა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოBloomberg: ევროპაში გაზი მკვეთრად გაძვირდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bloomberg: ევროპაში გაზი მკვეთრად გაძვირდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები