პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერმა შტორმმა თითქმის მილიონი ადამიანი უშუქოდ დატოვა და ასობით ავიარეისი გააუქმა, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდისთვის 100 მილიონი დოლარის ფედერალური დახმარება დაამტკიცა.

აშშ-ში ძლიერი შტორმის გამო ელექტროენერგია გაითიშა და ასობით ავიარეისი გაუქმდა, ან გადაიდო
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილში ძლიერმა შტორმმა შეფერხებები გამოიწვია.

Reuters-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 1 მილიონი მომხმარებელი დარჩა. ქარის შედეგად, რომლის სიჩქარემ 112 კმ/სთ-ს მიაღწია, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები წაიქცა.

შტორმმა ავიარეისების შეფერხებაც გამოიწვია. FlightAware-ის მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-სთან დაკავშირებული 454 ავიარეისი გაუქმდა, 2 411 რეისი კი დაგვიანებით შესრულდა. ყველაზე მეტად დაზარალდა ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე მსხვილი აეროპორტები.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვირჯინიის, მერილენდის, დელავერის, ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატების, ასევე ახალი ინგლისის სანაპირო ზოლის გარკვეულ ნაწილებში დაფიქსირდა ან პროგნოზირებულია ქარის ნაკადები, რომელთა სიჩქარე საათში 50-დან 70 მილამდე აღწევს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ფლორიდაში მომხდარი ძლიერი შტორმებისა და წყალდიდობების გამო, მან შტატისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფედერალური დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს იმ დაფინანსებასაც, რომელიც მანამდე, ქარიშხალ „ისაიასთან“ დაკავშირებით იყო დამტკიცებული.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი: ჩვენი ამჟამინდელი საჰაერო კონტროლის სისტემის დიდი ნაწილი 50 წლისაა - ეს სასაცილოაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები