პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სომხეთის იუსტიციის მინისტრი – ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება

იუსტიციის სამინისტრო

სომხეთის იუსტიციის მინისტრ სრბუჰი გალიანის განცხადებით, სომხეთისთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს გამოცდილება, მათ შორის ევროკავშირთან პარტნიორობისა და სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით.

სომხეთის იუსტიციის მინისტრი – ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება
პირველი არხი

ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება, – ამის შესახებ სომხეთის იუსტიციის მინისტრმა, სრბუჰი გალიანმა ერევანში მიმდინარე სომხურ-ქართული ფორუმის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის იუსტიციის სფეროში პარტნიორობის გაგრძელებაზე. სრბუჰი გალიანის თქმით, სამართლებრივი ფორუმი ძალიან პროდუქტიული პლატფორმაა.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ღირებულია მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.

„მეშვიდე წელია, ყოველწლიურად ვხვდებით ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ იუსტიციის სფეროში არსებული გამოწვევები და ერთმანეთს გავუზიაროთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვცვლით გამოცდილებასაც არა მხოლოდ უშუალოდ მართლმსაჯულების სფეროში, არამედ ევროკავშირთან პარტნიორობის კონტექსტშიც. როგორც იცით, ამჟამად ჩვენ სავიზო ლიბერალიზაციის პროგრამის განხორციელების ეტაპზე ვიმყოფებით. ეს ის ნაბიჯებია, რომლებიც ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ უკვე დიდი ხნის წინ გადადგა და, ბუნებრივია, ჩვენთვის მუდმივად საინტერესოა ამ მიმართულებითაც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება“, – განაცხადა სრბუჰი გალიანმა.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა პაატა სალიამ და სრბუჰი გალიანმა გახსნეს. თემატურ სესიებში, ასევე, მონაწილეობენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია და თამარ ზოდელავა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე, ორი ქვეყნის გენერალური პროკურატურებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები და ადამიანის უფლებებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება
  2. იმედინიუსისამთავრობოსომხეთის იუსტიციის მინისტრი: ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია საქართველოს, როგორც ჩვენი მეზობელი ქვეყნის, მიერ დაგროვილი გამოცდილება
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ერევანში სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები