ზელენსკი: თავად ამერიკა იგდებს თავს მეტად უსიამოვნო მდგომარეობაში, პოლიტიკურად ეს ისე ჩანს, თითქოს ის იმავე კალაპოტში მოძრაობს, რაც პუტინს სურს - აიძულოს უკრაინა, წავიდეს არახელსაყრელ კომპრომისებზე
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკა თავს უსიამოვნო მდგომარეობაში იგდებს და თითქოს პუტინის სურვილის კალაპოტში მოძრაობს, რათა უკრაინა არახელსაყრელ კომპრომისებზე აიძულოს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Bloomberg-თან ინტერვიუში მწვავე კრიტიკა გამოთქვა იმის გამო, რომ ომის დასრულების გზებზე მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინას რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის საშუალებები ეზღუდება და კომპანია SpaceX-ის სამხედრო სატელიტური სისტემის, Starshield-ის სიგნალი იზღუდება.
„ძალიან უსიამოვნოა, როდესაც ომის დასრულების შესახებ სხვადასხვა საუბრის ფონზე, Starshield-ი ხან მუშაობს, ხან კი შეზღუდვა წესდება. Patriot-ის განკუთვნილი რაკეტები არა მხოლოდ მცირდება, არამედ იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რის გამოც მიწოდება საერთოდ არ ხდება. ეს ხდება იმ ფონზე, როცა პუტინის გეგმა ზამთარია. ამის შესახებ ყველა მონაცემი არსებობს, დაზვერვა შესაბამის ინფორმაციას გვიზიარებს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინი ზამთარში უკრაინის გატეხვას გეგმავს: „კიევი, დნიპრო, ოდესა, ხარკოვი, ზაპოროჟიე - პირველ რიგში ეს ქალაქები. გატეხვა არასაკმარისი დაცვის გამო და გატეხვა იმისთვის, რომ უკრაინა დონბასიდან გავიდეს“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესები არ შეიძლება მიმდინარეობდეს იმის პარალელურად, რომ ამერიკული მხარე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას ხელს არ აწერს: „თავად ამერიკა იგდებს თავს მეტად უსიამოვნო მდგომარეობაში, პოლიტიკურად ეს ისე ჩანს, თითქოს ის იმავე კალაპოტში მოძრაობს, რაც პუტინს სურს - აიძულოს უკრაინა, წავიდეს არახელსაყრელ კომპრომისებზე. მაგრამ სიცოცხლე და ისტორია გაცილებით გრძელია, ვიდრე მეგობრობა, ბიზნესი ან პარტნიორობა ერთ ადამიანთან, რომელიც აგრესორია“.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…