უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: აშშ-მა და ჩინეთმა ხუთშაბათის მოლაპარაკებები რუსეთზე ზეწოლისთვის უნდა გამოიყენონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა მოლაპარაკებები პუტინზე ზეწოლისთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან ომი დაასრულოს.

უკრაინის საგნმარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა ხუთშაბათის მოლაპარაკებები რუსეთზე ზეწოლისთვის უნდა გამოიყენონ, რათა მან თითქმის ხუთწლიანი ომი დაასრულოს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრის მეშვეობით ამ ორმა გლობალურმა ლიდერმა პუტინს არ შეუქმნას გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნების მცდარი შთაბეჭდილება“, - განაცხადა სიბიგამ.
„ტონი განსხვავებული უნდა იყოს - ზეწოლა პუტინზე და მათ აქვთ ზეწოლის ბერკეტები ამ ომის დასასრულებლად“, - დასძინა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…