კახა ჯაფარიძე: ქუჩაში პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მყოფი რიგითი მოქალაქე რომ გააჩერო, გეტყვის: მალე რუსი სანატრელი გაგიხდებათ...
კახა ჯაფარიძე: როდემდე უნდა ვჭამოთ ბიძინას ტრიუკები „არაბიზაციასა“ და „თურქიზაციაზე“? ქუჩაში პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მყოფი რიგითი მოქალაქე რომ გააჩერო, გეტყვის: „მალე რუსი სანატრელი გაგიხდებათ, რადგან ქვეყნის არაბიზაცია და თურქიზაცია მიდისო“. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პრიორიტეტებია არეული და ამას კარგად იყენებს ბიძინა, რათა ერს რუსეთის რეალური საფრთხე დაავიწყოს.

სამოქალაქო აქტივისტი კახა ჯაფარიძე:
ძალიან კარგ ტრიუკებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ყველას მოეხსენება, რომ „ბეშიქთაშის“ ფანები და არა მარტო ისინი, ზოგადად თურქული ფანობა აგრესიით გამოირჩევიან და არა მხოლოდ ქართველ, არამედ საკუთარ პოლიციასაც ანალოგიურად ექცევიან.
ზოგადად, დიქტატურის გზაზე ბიძინას აუცილებლად სჭირდება მტრის ხატის ჩანაცვლება ან გადანაწილება, რათა ისტორიულ წარსულზე თამაშით სხვადასხვა ქვეყანა მტრად წარმოაჩინოს და საზოგადოებას მტრობის რეალური დეფინიცია აურიოს. რუსეთი მტერია? ჩანაცვლდეს „არაბიზაციით“. რუსეთი მტერია? ილაპარაკეთ თურქეთსა და მის აგრესიაზე. ბიძინამ მშვენივრად იცოდა, რომ თურქი ფანებისგან ეს აგრესია მოსალოდნელი იყო, რითაც პროპაგანდის მიმართ მოწყვლად ხალხს მისცა სალაპარაკო იმაზე, თუ „როგორ გვიპყრობს თურქეთი“.
თურქი ფანების ცალკეული ქცევა არ არის სახელმწიფოს ქცევა განსხვავებით რუსეთის სახელმწიფოებრივი პოლიტიკისგან, რომელიც პირდაპირ, ოფიციალურ დონეზე ახორციელებს ჩვენი ქვეყნის მიმდინარე ოკუპაციას.
როდემდე უნდა ვჭამოთ ბიძინას ტრიუკები „არაბიზაციასა“ და „თურქიზაციაზე“? ქუჩაში პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მყოფი რიგითი მოქალაქე რომ გააჩერო, გეტყვის: „მალე რუსი სანატრელი გაგიხდებათ, რადგან ქვეყნის არაბიზაცია და თურქიზაცია მიდისო“. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში პრიორიტეტებია არეული და ამას კარგად იყენებს ბიძინა, რათა ერს რუსეთის რეალური საფრთხე დაავიწყოს.
ამის გარდა, სპეცრაზმს ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს? დატესტავს ახლა თურქ გულშემატკივარზე, უფუნქციოდ რომ არ იგრძნოს თავი. არ ვიცი, ეს მარტივი ჭეშმარიტება როგორ მივიტანო მასების ყურამდე როგორ ვაგრძნობინო მათ, რომ რეალურად ბიძინას მიზანი პრიორიტეტებისა და მტრების აღრევაა.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…