პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს წლებში სომხეთმა სრულად უნდა იკისროს საზღვრების დაცვა და შესაძლოა რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყნის ტერიტორია სრულად დატოვონ.

ფაშინიანმა დაუშვა სომხეთიდან რუსეთის მესაზღვრეების სრული გასვლა
რადიო თავისუფლება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ქვეყნის ტერიტორიიდან სრულად გავიდნენ რუსეთის მესაზღვრეები. ეს მან განაცხადა 26 ნოემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად - იუწყება News.am.

"ჩვენ რუსეთის მესაზღვრეების მადლობელი ვართ იმისთვის, რომ ისინი მთელი ამ წლების განმავლობაში იდგნენ ჩვენს საზღვრებზე. მაგრამ, ვფიქრობ, უახლოეს წლებში ჩვენ სრულად უნდა ვიკისროთ სახელმწიფოს საზღვრების დაცვის პასუხისმგებლობა" - თქვა ფაშინიანმა.

სომხეთში რუსეთის მესაზღვრეთა ყოფნას არეგულურებს შეთანხმება რუსეთის სასაზღვრო ძალების სტატუსზე, რომელსაც ერევანმა და მოსკოვმა 1992 წელს მოაწერეს ხელი. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთის სასაზღვრო ძალები, რომლებიც სომხეთში იმყოფებიან და სახელმწიფო საზღვარს იცავენ, თავიანთ ქმედებებში ხელმძღვანელობენ თურქეთთან და ირანთან ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ შეთანხმებებით, რომლებიც კვლავაც ძალაშია.

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, 2024 წლის 1 აგვისტოდან რუსეთის მესაზღვრეებმა დაასრულეს სამსახური ერევნის საერთაშორისო აეროპორტში, 2025 წლის იანვრიდან - სომხეთსა და ირანს შორის გამშვებ პუნქტზე, ამავე წლის თებერვლიდან - სომხეთსა და თურქეთს შორის გამშვებ პუნქტზე. რუსეთის მესაზღვრეები სომხეთის ძალებთან ერთად ისევ მსახურობენ ირანთან და თურქეთთან საზღვრების გარკვეულ მონაკვეთებზე. საქართველოსთან და აზერბაიჯანთან საზღვრებზე ისინი არ არიან.

ფაშინიანის განცხადების ფონია დაძაბულობის გარკვეული ზრდა მოსკოვსა და ერევანს შორის, სომხეთის დასავლეთთან დაახლოების გამო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. იმედინიუსისამთავრობონიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს
  2. BM.GEოპოზიციურინიკოლ ფაშინიანმა სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების სრული გაყვანა დააანონსა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, დეკემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები