პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტს „კანტორას“ და „დიპ სტეიტის“ მარიონეტთა ჯგუფს უწოდებს და აცხადებს, რომ მეცხრე რეზოლუციით ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან
იმედინიუსი

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი სინამდვილეში არის გლობალური ომის პარტიის, იმავე „დიპ სტეიტის“, გნებავთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამ დიდი და საშიში ძალის სურვილებსა და მიზნებს ახმოვანებს.

„ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“, საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან. სინამდვილეში ეს არის გლობალური ომის პარტიის, იმავე დიპ სტეიტის, გნებავთ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტთა ერთი ჯგუფი, რომელიც ამ დიდი და საშიში ძალის სურვილებსა და მიზნებს ახმოვანებს. თითქოს ახალს არაფერს ვამბობ, თითქოს ყველამ კარგად იცის საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მიზანი აქსიომის საზოგადოებისთვის შეხსენება არ არის. ჩემი მიზანია გაჩვენოთ, რომ ეს ძალა არ გაჩერდება, ეს ბოროტი ძალა უკან არ დაიხევს და შესაბამისად, ჩვენც მუდმივი სიფხიზლე და სიფრთხილე გვმართებს. ბევრ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, მშვიდად ვარ, რადგან ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკოსი ჰყავსო... ეს განცდა მეც მუდმივად მაქვს, მაგრამ აუცილებელია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ ამ ადამიანს მუდმივად გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდება. თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა, თითოეულმა ქართველმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ვალდებულება არ არის და ჩვენ, ყველას ერთად და თითოეულს ცალკე გვაკისრია უდიდესი მისია, რომ ამ უთანასწორო ბრძოლაში დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ოჯახები და შვილები. იმაზე ბევრად უფრო ჯიუტად უნდა დავიცვათ ჩვენი ერი და ქართული ფესვები, ვიდრე 500-მდე ევროპარლამენტარი წელიწადში ორჯერ იმისათვის იკრიბება, რომ რეზოლუცია მიიღოს და კიდევ ერთხელ დაადასტუროს მათი პატრონების პოზიცია - რომ არ მოისვენებენ, სანამ საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურას არ მოიყვანენ. ჩვენც არ უნდა მოვისვენოთ და აუცილებლად უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა სამშვიდობოს, არ უნდა დავიღალოთ ამ ყოველდღიურ ჭიდილში, თორემ ფეხი თუ დაგვიცდა და არაგონივრული ნაბიჯი გადავდგით, სააკაშვილის რეჟიმი სანატრელი გაგვიხდება...“, - განაცხადა მოლაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოთორნიკე მოლაშვილი ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის შესახებ: „ეს უკვე მეცხრე რეზოლუციაა, სადაც ევროპარლამენტარები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ, როდესაც ვამბობ სიტყვას „ევროპარლამენტი“ – საკუთარ თავთან უხერხულობას ვგრძნობ, რადგან ამ „კანტორას“ არც ევროპასთან აქვს რაიმე საერთო და არც პარლამენტთან“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციას შესწორება დაემატა, რომლითაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები