პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 441 ხმით დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეებისა და სამართალდამცველების წინააღმდეგ მიზანმიმართულ სანქციებს და პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს.

სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
TV პირველი

სანქციები ივანიშვილის, მაღალჩინოსნების, მოსამართლეების, პროკურორების და სამართალდამცველების წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა.

რეზოლუციას 441 დეპუტატმა დაუჭირ მხარი, ხოლო 47 წინააღმდეგ წავიდა.

ასევე ხმათა უმრავლესობით მიღებულია ორი შესწორება, რომელიც ცალკე ჰქონდათ გატანილი ევროპელ კონსერვატორებს და რეფორმისტებს.

1 შესწორება: მკაცრად გმობს პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძისა და პაატა მანჯგალაძის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს; მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ყველა პოლიტპატიმართან და უკანონოდ დაკავებულ პირთან ერთად, განურჩევლად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და მზია ამაღლობელის, ასევე პატიმრობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მომიტინგის; მოითხოვს, რომ ევროპარლამენტის წევრებს მიეცეთ დაკავებულებთან დაუბრკოლებლად წვდომის უფლება; სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სიცოცხლეზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

მეორე შესწორება: წუხილს გამოთქვამს ევროკავშირის გარკვეული წევრი სახელმწიფოების უუნარობის გამო, პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელ პირებს; მოუწოდებს ევროკავშირს, ამ კუთხით კოორდინირებული რეაგირება შეინარჩუნოს; კვლავ მოუწოდებს მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის აქტივების გაყინვისა და ევროკავშირში შესვლისა და გადაადგილების აკრძალვისკენ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაზე, ასევე ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე — განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების, ასევე მოსამართლეების, პროკურორებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ;

რეზოლუციის ტექსტში არ იყო მოსამართლეები პროკურორები და სამართალდამცავები და შესწორების სახით ჩაემატება მხარდაჭერის მერე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირეზოლუციის პროექტი - ევროპარლამენტი მოითხოვს მიზნობრივი სანქციებისა და სავიზო აკრძალვების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიევროპარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუცია მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რას ითხოვს ევროპარლამენტი ახალი რეზოლუციითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები