პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოლეჯ Skillwill-ში შემოდგომის მიღებაზე დარეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა ეს დაწესებულება აირჩია, რაც პროფესიული განათლების მიმართ მოქალაქეთა გაზრდილ ნდობას აჩვენებს.

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს
რუსთავი 2

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში.

„ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ნდობას და მიხარია, რომ Skillwill ამ ნდობას ძალიან ღირსეულად და წარმატებით პასუხობს. უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომის მიღებაზე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულთაგან ყოველმა მეოთხე აპლიკანტმა აირჩია Skillwill. განსაკუთრებული ინტერესი იყო ხელოვნური ინტელექტის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ Skillwill-ს შეუძლია, სტუდენტებს შესთავაზოს ის პროფესიული განათლება, რომელიც მათთვის ყველაზე მეტად არის გამოსადეგი და საინტერესო.

მოქალაქეები პროფესიულ განათლებაში სულ უფრო მეტად ხედავენ განვითარების რეალურ გზას, რაც არის ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და Skillwill ამაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. Skillwill არის აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი პროფესიული კოლეჯი, რომელიც ფართოვდება - ბათუმში მოქმედ კამპუსს ემატება ორი ახალი კამპუსი თბილისში და ერთი ქუთაისში. რეგიონული გაფართოება, ბუნებრივია, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე განათლების სისტემის დეკონცენტრაციის აუცილებლობაზე და ამ კუთხით Skillwill-ის მაგალითი ნამდვილად ძალიან საინტერესოა.

კოლეჯში მოქმედებს 13 სადიპლომო პროგრამა, ხუთი ახალი მიმართულება, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა საქართველოს პროფესიულ განათლებაში პირველად დაინერგა, ხოლო ოთხი ახალი სტანდარტი, მათ შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, კოლეჯის მონაწილეობით დამტკიცდა და მათზე მიღება 2027 წელს გამოცხადდება.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ Skillwill არა მხოლოდ თვითონ უზრუნველყოფს საკუთარი პროგრამების წარმატებით განხორციელებას, არამედ განათლების სისტემასაც ეხმარება ახალი პროგრამების და ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორობა, რაც ქართველ სტუდენტებს და მასწავლებლებს სთავაზობს მოწინავე ცოდნას, ამდიდრებს ზოგადად სასწავლო პროცესს და ამ კუთხით გამორჩეულია MIT Open Learning-თან თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას, კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. თქვენ იცით, რომ მსოფლიო მასშტაბით ძალიან მზარდია ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და ბუნებრივია, ამ განვითარებას ჩვენმა ქვეყანამაც უნდა აუწყოს ფეხი და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ MIT-სთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი კობახიძე: პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: პროფესიული განათლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომა არის მომავალზე ორიენტირებული, ჩვენი ამოცანაა, მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჰქონდეთ პროფესიის შეძენისა და კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო პირობებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები