პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა და განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის ორმხრივ ურთიერთობებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პაველ ჰერჩინსკის შეხვდა - გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს
იმედინიუსი

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა 2026 წლის 26 ნოემბერს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და „საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ მორიგ რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი შეხედულებების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია და ძირს უთხრის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.

„მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის დებატებსა და რეზოლუციას ამყარებს ევროკომისიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადება და კიდევ ერთხელ ეთხოვა ევროკავშირის მხარეს, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ქართულ მხარეს არ მიუღია მსგავსი ინფორმაცია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის მხრიდან ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ ურყევი ერთგულება და ხაზი გაუსვა მხარეებს შორის ღია დიალოგის მნიშვნელობას“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსაგარეო უწყება – პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინააღმდეგ მორიგ რეზოლუციაზე, რაც ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მიზანმიმართული ნაბიჯია
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები