ჯარედ კუშნერი: დახურული დისკუსიების მსვლელობისას რუსეთიც და უკრაინაც აცნობიერებენ, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო
ჯარედ კუშნერის განცხადებით, დახურული დისკუსიებისას რუსეთიც და უკრაინაც აცნობიერებენ, რომ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო. მისი თქმით, გაჩნდა რამდენიმე ახალი იდეა, რომლებმაც შესაძლოა პროცესი გარღვევამდე მიიყვანოს.

რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად „პრაქტიკული კომპრომისებისთვის“ მზად არიან, - ამის შესახებ ამერიკელმა მომლაპარაკებელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა.
„პრესაში ორივე მხარის მაქსიმალისტური მოთხოვნების შესახებ ვრცელდებოდა ცნობები, რასაც თან ახლდა მკაცრი პოლიტიკური რიტორიკა. თუმცა, ჩვენი დახურული დისკუსიების მსვლელობისას ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭირო“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძემ სოციალურ ქსელ X-ში.
კუშნერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ევროპული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საყრდენად დარჩება და დასძინა: „ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამ განხილვებში უშუალო მონაწილეობა მიიღონ“. აშშ-ის მხრიდან მომლაპარაკებლის თქმით, დისკუსიების პროცესში „რამდენიმე ახალი იდეა გაჩნდა“, რომელთაგან ზოგიერთს „უშუალოდ შეუძლია გარღვევამდე მიგვიყვანოს“.
მანამდე გაზეთი The New York Times მის ხელთ არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთი ნატოს ჯარების გაყვანას ითხოვს აღმოსავლეთ ფლანგიდან - პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჯარედ კუშნერი: უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გამოიკვეთა, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს
ჯარედ კუშნერი - ვაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს რუსეთთან, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან შემდეგი ნაბიჯების შესახებ - გაჩნდა იდეები, რომლებმაც შეიძლება გარღვევა გამოიწვიოს
ჯარედ კუშნერის განცხადებით, რუსეთთან გამართული დისკუსიების შედეგად, რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომელთა განხილვაც უკვე მიმდინარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…