გიორგი კალანდარიშვილი: 22 ნოემბერი არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ინსტიტუციის ისტორიულ საფუძვლებს, განვლილ გზას და იმ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს აკისრია
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღე წელს პირველად აღინიშნა. ღონისძიება ეროვნულ სასახლეში გაიმართა და ის საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნეს.
ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესის ორგანიზებაში ჩართული პროფესიონალების როლსა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საარჩევნო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე. პროფესიული დღე საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით დაწესდა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ 22 ნოემბერი იქნება დღე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს შეახსენებს დაკისრებულ პასუხისმგებლობას.
"22 ნოემბერი არის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენი ინსტიტუციის ისტორიულ საფუძვლებს, განვლილ გზას და იმ პროფესიულ პასუხისმგებლობას, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს აკისრია. ეს დღე ასევე არის შესაძლებლობა, სათანადო პატივი მივაგოთ იმ ადამიანების შრომასა და პროფესიულ წვლილს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ემსახურებიან საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას", - აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…