Reuters: იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა
იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა, რის გამოც ასობით დაწესებულებიდან ევაკუაცია განხორციელდა. პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არსად აღმოჩენილა.

იტალიაში 6300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ასობით დაწესებულებაში ევაკუაცია გამოცხადდა, პოლიციამ საკლასო ოთახები და შენობები გაჩხრიკა.
პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობები არსად აღმოჩენილა. მელონიმ შესაბამის სამსახურებს ყველა ახალი შეტყობინების საფუძვლიანი გამოძიება მოსთხოვა და განაცხადა რომ მსგავსმა დეზინფორმაციამ სწავლის პროცესი არ უნდა შეაფერხოს.
მსგავსი მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები გაიგზავნა შოტლანდიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკის სკოლებში, თუმცა საგამოძიებო უწყებების ცნობით, ყველა შეტყობინება ტყუილი იყო.
ამ ეტაპზე ცრუ განგაშის არც ერთი ავტორი იდენტიფიცირებული არ არის.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…