პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

DW: ჯორჯია მელონიმ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას წერილით მიმართა და მოითხოვა, მკაფიოდ განისაზღვროს, ვინ წარადგენს ევროკავშირს უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში.

DW: ჯორჯია მელონიმ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებში შექმნილი ქაოსის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა
იმედინიუსი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას წერილი მისწერა და მოსთხოვა, რომ მკაფიოდ დადგინდეს, თუ ვინ იქნება ევროკავშირის წარმომადგენელი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში. ინფორმაციას DW ავრცელებს.

„მე კვლავ დაჟინებით მოვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ მიუჯდება ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების მაგიდას და რა მანდატი ექნება მას“, - წერს მელონი.

იტალიის მინისტრთა საბჭოს პრეზიდენტმა თავის წერილში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის „შეუთანხმებელი ქცევა“ სარგებლის მომტანი არ იქნება არც მოკავშირეებისთვის, არც მათთვის, ვისი დარწმუნებაც არის საჭირო, რათა „უაზრო აგრესია დასრულდეს“.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არათანმიმდევრულად მოქმედი ევროპის იმიჯით ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ მათ ინტერესებს, ვისაც ომის გაგრძელება სურს“, - დასძინა მელონიმ.

იტალიის მთავრობის თავმჯდომარემ კოშტას საკითხის განხილვა დუბლინში, ევროპული საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე შესთავაზა, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება. ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირს, რომ ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვინ წარადგენს ბლოკს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც 17-18 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება, - აღნიშნა მელონიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოBloomberg: იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა განიხილონ, თუ ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე კვლავ დაჟინებით მოვითხოვ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, კონკრეტულად ვინ მიუჯდება ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების მაგიდას და რა მანდატი ექნება მას“
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არათანმიმდევრულად მოქმედი ევროპის იმიჯით ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ მათ ინტერესებს, ვისაც ომის გაგრძელება სურს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bloomberg: იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა განიხილონ, თუ ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგენდეს ბლოკს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები