პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურაშინაგან საქმეთა სამინისტრო

პროკურატურის განცხადებით, ჭიათურაში ჯგუფური ძალადობისთვის გასამართლებული ოთხი პირიდან ერთმა საპროცესო შეთანხმება თავად მოითხოვა, სხვების პოზიციის გასარკვევად კი ოჯახებთან შსს-ს მეშვეობით კომუნიკაცია შედგა.

საქართველოს პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს
იმედინიუსი

საქართველოს პროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი ადამიანი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორი ადამიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი ადამიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განაჩენით.

მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.

თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა ჭიათურაში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე მსჯავრდადებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობაზე განცხადებას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები