საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა
პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 270 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პატიმრობაში მყოფი პირის ოჯახის წევრი დაარწმუნეს და დაჰპირდნენ მას, რომ თითქოსდა გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლებდნენ მის ოჯახის წევრს. ამ საბაბით, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს, რაც სრულად მიისაკუთრეს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დაკავებულია, ხოლო თაღლითური ჯგუფის ერთი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სასამართლომ,პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიასამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ პირს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა
პატიმრის მშობელს მოატყუეს, თითქოს ნაცნობების მეშვეობით შეძლებდნენ მისი შვილის საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებას, დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
ბრალდებულებმა დაზარალებულს 270 000 ლარი გამოართვეს და მიითვისეს - დააკავეს 1 პირი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…