ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა
26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.5917 ლარამდე გამყარდა, ხოლო ევროსთან 2.8444 ლარამდე გაუფასურდა.

26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.02 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8444 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.98 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.3982 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირის კურსმა 5.11 თეთრი შეადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…