ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.5926-მდე, ხოლო ევროსთან 2.8423-მდე გამყარდა, თუმცა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით 3.3968-მდე გაუფასურდა.

20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5926 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.07 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8423 ლარი გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 1.91 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.3968 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირის კურსმა 5.13 თეთრი შეადგინა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…