აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინდოეთის ელჩს, ამით კუმარ მიშრას შეხვდა, სადაც ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, ინვესტიციები და ტურიზმი განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.
შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.
მსჯელობა შეეხო აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ სააგენტოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას; ყურადღება დაეთმო ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების შესაძლებლობებს. განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისას ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. ასევე განიხილეს კულტურულ დაწესებულებებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…