პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მოჰამად მოვაჰედს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ირანის გენერალურ კონსულ მოჰამად მოვაჰედთან. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის მნიშვნელობას, ტურიზმის განვითარებასა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას.

ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მოჰამად მოვაჰედს შეხვდა
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მოჰამად მოვაჰედთან. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე ქვეყნებს და რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. მოჰამად მოვაჰედმა აღნიშნა, რომ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართა.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის მნიშვნელობას ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების კონტექსტში, ილაპარაკა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებში აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები