პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე

ქართული ოცნება

ხატია დეკანოიძე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მოსკოვსა და თბილისში შესაძლო გამართვას „დიპლომატიურ კატასტროფად“ აფასებს, ირაკლი კობახიძე კი ირწმუნება, რომ ეს არანაირ რისკს არ ქმნის.

რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს, ეს არის დიპლომატიური კატასტროფა - ხატია დეკანოიძე
TV პირველი

რა საფრთხეებს შეიცავს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის რუსეთ - საქართველოს მოლაპარაკებების მოსკოვში ან თბილისში გადმოტანა - ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ეს არის დიპლომატიური კატასტროფა და რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს.

დეკანოიძის თქმით, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში და ამას დაეთანხმა ზურაბაშვილი და ეს იყო ერთ-ერთი საკითხიც, როგორც ჩანს.

რეპრესიების იმედად არიან, რომ გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში. ანუ ამას დაეთანხმა ზურაბაშვილი, ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი საკითხი, როგორც ჩანს. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება საიდუმლოდ. პრაქტიკულად ჩვენ არაფერი ამ მოლაპარაკებებზე არ ვიცით. ეს არის დიპლომატიური კატასტროფა რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას, როდესაც რუსეთი პირობებს კარნახობს და მოსკოვში უხმობს ქართულ მხარეს. არაფორმალურ მოლაპარაკებებზე ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ რაიმე სახის ფორმალური ფორმატი თავისი რაღაც სახელით ამას არა აქვს. ჩვენ ვიცით გალუზინის არაერთი განცხადება, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ მთავარი უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე საქართველოს ხელმოწერა, - განაცხადა დეკანოიძემ.

მინსკიდან გავრცელებული ცნობები ირაკლი კობახიძემ დაადასტურა - მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაგრძელდეს.

"ოცნების" ლიდერი ირწმუნება, რომ მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არანაირ რისკს არ ქმნის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიმაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში? - ხატია დეკანოიძე "ოცნებას"
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიხატია დეკანოიძე - ივანიშვილის გადაწყვეტილებით, გალუზინი თბილისში ჩამოვა და ჩამოიტანს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მოთხოვნას!
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები