პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში? - ხატია დეკანოიძე "ოცნებას"

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ ეკითხება, აპირებენ თუ არა მიხაილ გალუზინის თბილისში ჩამოყვანას და აცხადებს, რომ მოსკოვსა თუ თბილისში მოლაპარაკებების გამართვა უზარმაზარი დიპლომატიური კატასტროფაა.

მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში? - ხატია დეკანოიძე "ოცნებას"
TV პირველი

მართლა მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში? - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე მინსკიდან გავრცელებულ ცნობებს, რომლის თანახმადაც მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს.

პოლიტიკოსს "ოცნებისგან" აინტერესებს, რა საკითხები წყდება საქართველოს სახელით რუსებთან:

ირკვევა, რომ ზურაბაშვილი-გალუზინის შემდეგი შეხვედრა მოსკოვში ან თბილისში უნდა გაიმართოს.

ეს უზარმაზარი დიპლომატიური კატასტროფაა: ოკუპანტი ქვეყნის შუაგულში, საქართველოს სახელით, ივანიშვილის ემისრის წარმოდგენა პოლიტიკური სიმბოლიზმის გარდა, რუსეთის მიერ დღის წესრგის განსაზღვრას ნიშნავს.

რუსები და ივანიშვილი დიდი სიჩქარით მიიწევენ რუსების მოთხოვნის შესრულებისკენ, რომ ჟენევის ფორმატი ჩანაცვლდეს და როგორც ჩანს, ოცნებას ამ ფორმატის მკვლელობა აქვს გადაწყვეტილი. "მთავარი" საკითხები გალუზინსა და ზურაბაშვილს შორის, ჩვენთის - ქართველი ხალხისთვის დაფარულად გადაწყდება.

"სუვერენიტეტის დამცველ" ქართულ ოცნებას რუსეთი უწესებს შეხვედრის ადგილს და პირობებს. მართლა მაინტერესებს, გალუზინის ჩამოყვანას აპირებენ თბილისში რეპრესიების იმედად?

რა საკითხები წყდება საქართველოს სახელით რუსებთან?- წერს ხატია დეკანოიძე.

მინსკში აცხადებენ, რომ მიხაილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, მინისტრმა თქვა, რომ მინსკის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ორივე მხარის წარმომადგენლებისგან მიიღო.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„რამდენიმე პრაქტიკულ შეთანხმებას მიაღწიეს“ - მოსკოვი გალუზინი-ზურაბაშვილის შეხვედრაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები