კობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან სპეციალურ წარმომადგენლებს შორის შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს. პრემიერის მტკიცებით, ეს ფორმატი არანაირ რისკს არ ქმნის და არაღიარების პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება.

ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ორი ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრები, შესაძლოა, თბილისსა და მოსკოვში გაიმართოს. მისი განცხადებით, შეხვედრები ამ ორ ქალაქში მონაცვლეობით უნდა ჩატარდეს, ხოლო მოსკოვში საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი გაემგზავრება და არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე თანამდებობას ერთი და იგივე პირი, გიორგი ზურაბაშვილი იკავებს.
კობახიძე აცხადებს, რომ ამ ფორმატით შეხვედრების გამართვა არ ქმნის რაიმე რისკს და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრები არ ეწინააღმდეგება საქართველოს არაღიარების პოლიტიკას.
„ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში.
აქ მთავარია პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.
ფორმატი არ შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, მაგალითად იგივე აღიარების კუთხით, ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით. მოსკოვსა და თბილისში ამ შეხვედრების გამართვა არავითარ რისკს არ ქმნის.
მთავარი არის, რომ არც ერთმა თუნდაც ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს,“ - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში ქართული დროშის განთავსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა: „მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს 19 ნოემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვდა. ეს იყო ორ ქვეყანას შორის განახლებული პირდაპირი დიალოგის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრა. მხარეებმა შეხვედრების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ფუნქციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასთან ერთად ასრულებს. სწორედ ამ სტატუსის გათვალისწინებით, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მოსკოვში ვიზიტისას ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში გაემგზავრება.
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხია და ამ საკითხზე პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაკობახიძე არ გამორიცხავს, რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე - შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც და ეს არავითარ რისკს არ ქმნის - მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა
პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე
ირაკლი კობახიძე – ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია
პრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
პრემიერი: “ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…