პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ოკმელაშვილი ციხის პირობებზე: სტაფილოს ნამცხვარი იყო იდეალური… არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით

შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული გიორგი ოკმელაშვილი აცხადებს, რომ ციხეში კვება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო და ზოგიერთი საკვები, მათ შორის სტაფილოს ნამცხვარი, იდეალური იყო.

გიორგი ოკმელაშვილი ციხის პირობებზე: სტაფილოს ნამცხვარი იყო იდეალური… არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით
რუსთავი 2

პრეზიდენტის მიერ შეწყალების საფუძველზე გათავისუფლებული გიორგი ოკმელაშვილი ციხეში არსებულ პირობებზე “რადიო თავისუფლებასთან“ საუბრობს. ყოფილი მსჯავრდებული კმაყოფილებას არ მალავს პენიტენციურ დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„სხვათა შორის, არის რაღაცები ისეთი, გარეთ რომ იყოს, ვიყიდდი დიდი სიამოვნებით. მაგალითად, სტაფილოს ნამცხვარი. ჩაისთან იყო იდეალური. ძალიან ტკბილიც არ ყოფილა… დილით ფაფებიც ძაან ნორმალური იყო“, - ამბობს ყოფილი მსჯავრდებული.

ოკმელაშვილი იხსენებს, რომ არსებობდა პრობლემა თევზის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გამოსწორდა.

მისივე თქმით, ციხის მენიუში შედიოდა სხვადასხვა კერძი, როგორებიცაა ფაფა, წიწიბურა და რძის ნაწარმი.

„ციხეში კვება ყველაზე ნაკლები პრობლემა იყო“, - ამბობს გიორგი ოკმელაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები