„Rock ’n’ Roll“-ი გრძელდება - გიორგი ოკმელაშვილის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულმა რეჟისორმა გიორგი ოკმელაშვილმა შეწყალების შემდეგ ქსნის საპატიმრო დატოვა და განაცხადა, რომ „Rock’n Roll-ი გრძელდება“.

რეჟისორი და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელმა, გიორგი ოკმელაშვილმა ქსნის საპატიმროს დატოვების შემდეგ თქვა, რომ "Rock’n Roll"-ი გრძელდება.
ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის ხუთი წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
"როგორც ვიყავი ზუსტად ისე არ, არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე" - ამბობს პატიმრობიდან გათავისუფლებული ოკმელაშვილი.
"Rock’n Roll"-ი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი. ცოტა ისე ვარ, ემოციურად. 414-ს მოკითხვა. როგორც ვიყავი ალბათ, ზუსტად ისე, არაფერი არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე. მართალი რომ გითხრათ, გარეთ რა ხდებოდა, ბევრი არაფერი არ ვიცი, აი გავარკვევ ცოტა ხანში"- თქვა რეჟისორმა.
მან აქციაზე დაკავებულ სხვა პირებს მიმართა, რომლებიც ციხეში რჩებიან.
რთულია, გამძლეობა მინდა ვუსურვო, და მალე თავისუფლება. თავისუფლების ფასი არ არის არაფერი"- დასძინა მან.
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმაც.
საპატიმრო დატოვეს დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…