პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერია

მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა აქციის მონაწილემ, გიორგი ოკმელაშვილმა, პენიტენციური დაწესებულება დატოვა და განაცხადა, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა.

გიორგი ოკმელაშვილი - გამძლეობა მინდა ვუსურვო პატიმრებს, თავისუფლების ფასი არაფერია
ინტერპრესნიუსი

გამძლეობა მინდა ვუსურვო [პატიმრებს], თავისუფლების ფასი არაფერია, - ამის შესახებ ქსნის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა განაცხადა.

ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.

„როკ-ენ-როლი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს გეტყვით. 414-ს მოკითხვა“, - განაცხადა ოკმელაშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას, უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა.

„ალბათ, როგორც ვიყავი, ისევ ისე, არაფერი შეცვლილა”, - განაცხადა ოკმელაშვილმა.

გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, თემურ ზასოხაშვილმა და დავით ლომიძემაც.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.

ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ალიაოპოზიციურიშეწყალებულთა სიაში გიორგი ოკმელაშვილიცაა – მედია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიარსებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პირებს შორის ერთ-ერთი გიორგი ოკმელაშვილია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგიორგი ოკმელაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგიორგი ოკმელაშვილმა საპატიმრო დატოვა
  5. BM.GEოპოზიციურიგიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"რომ გამოდიხარ, სამყაროს საერთოდ სხვანაირად აღიქვამ და ძალიან ემოციურია ჩემთვის ეს ყველაფერი" - პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ნიკოლოზ ჯავახიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები