შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი. დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიღებული რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი და მფარველია. ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს უჭერს მხარს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„დღევანდელი რეზოლუციით ბრიუსელმა დაადასტურა, რომ ის არის 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის სულისჩამდგმელი, მხარდამჭერი და მფარველი.
დღეიდან ეს უკვე დოკუმენტურად გაფორმებული ფაქტია და ამას აღარაფერი ეშველება“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმის საქმეზე მსჯავრდებულ პაატა ბურჭულაძეს.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 441-მა დეპუტატმა, 47 წინააღმდეგი იყო, ხოლო 86-მა თავი შეიკავა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…