პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვისას ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს და ბრბო პრეზიდენტის სასახლისკენ წააქეზეს.

2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა - ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი
რუსთავი 2

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტის განხილვა გაიმართა.

ევროპარლამენტარების ნაწილის მიერ მომზადებული პროექტი პაატა ბურჭულაძეს, ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს და ადამიანის უფლებებს ეხება.

რეზოლუციის პროექტის ავტორები, პასუხისმგებელი პირებისთვის, მიზნობრივი ფინანსური სანქციების და სავიზო შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით გამოდიან.

ევროპარლამენტში წარდგენილია რეზოლუციის ალტერნატიული პროექტიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაატა ბურჭულაძე და სხვა პირები დაკავებული არიან ჯგუფური ძალადობის, სტრატეგიული ობიექტების დაკავების მცდელობისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მოწოდებებისთვის.

"2025 წლის 4 ოქტომბერს პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა არალეგიტიმურად გამოაცხადეს დემოკრატიულად არჩეული საქართველოს მთავრობა. შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ბოლოს, ბრბო წააქეზეს, შეჭრილიყო პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე. ამ ამბოხებისკენ მოწოდებებს მოჰყვა კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა, რის შემდეგაც მძიმედ დაშავდა მრავალი ქართველი სამართალდამცავი. დამოუკიდებელმა და სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ განსაჯა ის, რასაც ერის ფუნდამენტური ინტერესების ხელყოფის შემთხვევად მიიჩნევს. სწორედ ისე, როგორც ამერიკულმა მართლმსაჯულებამ გააკეთა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, როდესაც მკაცრად გაასამართლა არეულობის ასობით მონაწილე და მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს. ცოტაოდენი მორიდება იქონიეთ.

ევროკავშირი სასამართლოსა და მოსამართლის გარეშე უწესებს სანქციებს ევროპელ ჟურნალისტებს, უყინავს მათ ანგარიშებს, უკრძალავს ტერიტორიაზე შესვლას და უნგრევს ცხოვრებას ერთი უბრალო ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით. სანამ თბილისს დემოკრატიის გაკვეთილებს ჩავუტარებთ, ჯერ მათი ბრიუსელში გამოყენება დავიწყოთ", - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის პროექტს კენჭი დღეს უნდა უყარონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს - სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიტიერი მარიანი - პაატა ბურჭულაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კონსტიტუციური წყობილების დამხობა სცადეს, ქართულმა მართლმსაჯულებამ ისევე იმოქმედა, როგორც ამერიკულმა კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს
  3. პირველი არხისამთავრობოტიერი მარიანი – ბურჭულაძისა და მისი მეგობრების საქმე დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ განიხილა, მსგავსად მოიქცა ამერიკული მართლმსაჯულებაც კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ, მაშინ ევროკავშირს პრეტენზია არ გამოუთქვამს
  4. POSTVსამთავრობოევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: “პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული, შემდეგ მათ პოლიციას დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს და ხალხი საპრეზიდენტო სასახლის შენობაში შესვლისკენ წააქეზეს – სუვერენულმა ქართულმა მართლმსაჯულებამ კი შეაფასა ის, რაც ერის ფუნდამენტური ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად მიიჩნია, დაახლოებით ისევე, როგორც კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში, როდესაც არეულობის ათასობით მონაწილის საქმე განიხილეს”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გათავისუფლდნენ ბურჭულაძე და სხვა პოლიტპატიმრები - რეზოლუციის პროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები