პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ევროკავშირის ელჩი პირადად არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ თავდასხმას, შეხსენებას არ მოვეშვები - ზოგადი ნათქვამს გადმოგვიგდებს: ევროკავშირი გმობს ძალადობას - სად გმობს? - ავსტრალიაში, ანტარქტიდაში თუ არქტიკაში?

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩი, სანამ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას პირადად არ დაგმობს, შტურმის მხარდამჭერი და მონაწილეთა დამცველია.

შალვა პაპუაშვილი - ვიდრე ევროკავშირის ელჩი პირადად არ დაგმობს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ თავდასხმას, შეხსენებას არ მოვეშვები - ზოგადი ნათქვამს გადმოგვიგდებს: ევროკავშირი გმობს ძალადობას - სად გმობს? - ავსტრალიაში, ანტარქტიდაში თუ არქტიკაში?
ინტერპრესნიუსი

ვიდრე ევროკავშირის ელჩი პირადად არ დაგმობს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მომხდარ თავდასხმას, ამის შეხსენებას არ მოვეშვები - არ მოვეშვები, რადგან არდაგმობით ის ხვალინდელ ძალადობას ახალისებს და ყოველ შემდგომ ძალადობაში მისი პირადი პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი ამბობს იმასაც, რომ ვიდრე ევროკავშირის ელჩი არ იტყვის, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს გმობს, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და შტურმში მონაწილეთა დამცველი.

„ევროკავშირის ელჩისთვის წერილობითაც მიმიმართავს, რომ ძალადობა დაეგმო და დღემდე არც ერთი ძალადობა არ დაუგმია. ერთადერთი, რასაც ის გადმოგვიგდებს, თითქოს საბავშვო ბაღში ვიყოთ, ზოგადი ნათქვამია: ევროკავშირი გმობს ძალადობას. სად გმობს? - ავსტრალიაში გმობს, ანტარქტიდაში თუ არქტიკაში გვჭირდება პირდაპირი პასუხი, გმობს თუ არა 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს! ვიდრე ის ამ სიტყვებს არ იტყვის, ის არის ამ შტურმის მხარდამჭერი და ამ შტურმში მონაწილეთა დამცველი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"საბჭოთა მოსკოვზე უარესი და მავნებელი ..." - შალვა პაპუაშვილი კვლავ ევროკავშირს აკრიტიკებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები