შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების ობიექტი იყო - საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა დახმარება და იწყებოდა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების ობიექტი იყო და ამ პროცესის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელი იდგა. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინკის საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო - საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ამასთან ის „ფეისბუკ პოსტს“ თან ურთავს 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომელიც მისი თქმით, „კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა“
„აშშ-ის ხელისუფლების მიერ ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. ასევე ირკვევა, რომ მათ ორგანიზებაში მონაწილეობდნენ უცხო სახელმწიფოების უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობისა და ფარული საინფორმაციო ოპერაციების წარმოების გამოცდილების მქონე კომპანიები. დოკუმენტებში აღწერილია სასურველი ნარატივების გაძლიერების, არასასურველად მიჩნეული ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვისა და სოციალურ ქსელებში ცალკეული გვერდების წაშლის მექანიზმები.
საქართველოში ამგვარი საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბრიტანული კომპანია Zinc Network, რომელმაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიასაშუალებები და სამოქალაქო აქტივისტებისგან ერთიანი ქსელი შექმნა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელის ერთ-ერთი ფორმალური გამოხატულება იყო „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“.
გასაჯაროებულ შიდა დოკუმენტებში ასევე შავით თეთრზე არის მითითებული, რომ ქსელის საქმიანობის მიზანი იყო „ადამიანების დამოკიდებულებების, შეხედულებებისა და ქცევის შეცვლა“. საგულისხმოა, რომ ამ საქმიანობის შესაბამისობა USAID-ის უფლებამოსილებასთან კითხვებს თავად ამერიკული უწყების თანამშრომლებშიც კი წარმოშობდა.
სწორედ ამ დოკუმენტების კონტექსტში უნდა შევხედოთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ქსელში ჩართული ორგანიზაციების მიერ წარმოებულ კამპანიებსაც. ვინ იყო მათი დამკვეთი, ვინ აწარმოებდა მათ, რა ფინანსური და ორგანიზაციული კავშირები არსებობდა კამპანიის მონაწილეებს შორის? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა. მით უმეტეს, როდესაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების ნაწილი თავად მონაწილეობდა საარჩევნო პროცესის შეფასებაში.
ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის 24 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც ერთი მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. თუმცა, კიდევ უფრო სკანდალურია ის, რომ ამით დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შექმნილ უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელებს, საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად.
ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც www.facebook.com/infointegritycoalition კი საკმარისი მტკიცებულებაა, იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველო უცხოური საინფორმაციო მანიპულირების და ჩარევის გზით ჰიბრიდული თავდასხმის ობიექტი იყო, და რომ ამ თავდასხმის უკან USAID-ისთან ერთად ბრიუსელიც იდგა“,- წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ილონ მასკმა გაავრცელა პოსტი, რომელშიც USAID საქართველოსა და სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ დაფინანსებაშია დადანაშაულებული. ინფორმაციის „იმედი“ ავრცელებს. პოსტის თანახმად, 2008-დან 2025 წლამდე საქართველოში USAID-ის გრანტების სახით 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაიხარჯა, საიდანაც 26 მილიონი დოლარი „არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებს“ მოხმარდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
შალვა პაპუაშვილი – საქართველოს საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, სად მთავრდებოდა უცხოური დახმარება და სად იწყებოდა მოქალაქეთა პოლიტიკური არჩევანის ფორმირებაზე მიმართული საქმიანობა
შალვა პაპუაშვილი: ამ პოსტს თან ვურთავ 2024 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე სწორედ ამ ქსელის მიერ გავრცელებულ სააგიტაციო ვიდეორგოლს, რომელიც, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჰერჩინკის მონაწილეობას საარჩევნო აგიტაციაში, რაც როგორც საერთაშორისო სამართლის, ისე ქართული კანონმდებლობის დარღვევაა
შალვა პაპუაშვილი: აშშ-ის ხელისუფლების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს, თუ როგორ იყო მოწყობილი USAID-ის უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები - ამ ქსელის ფეისბუკგვერდიც კი საკმარისი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმის უკან USAID-თან ერთად ბრიუსელიც იდგა
შალვა პაპუაშვილი: გასაჯაროებული დოკუმენტები ნათელს ჰფენს როგორ იყო მოწყობილი USAID-ის მიერ შექმნილი უცხოური საინფორმაციო გავლენის ქსელები. დასტურდება, რომ ევროკავშირი იყენებდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის შექმნილ ქსელებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩასარევად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…