ირაკლი კობახიძე: “დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა. თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა “დიფ სთეითი”, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და მასში ხაზს უნდა განსაზღვრავდეს არა „დიფ სთეითი“, არამედ ობიექტური რეალობა და ინტერესები.

“დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო – რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი. ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
„ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად.
აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო. დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ.
ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი. თუმცა, ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა “დიფ სთეითი”, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაირაკლი კობახიძე - დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო: რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, თუმცა დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს
პრემიერი: დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა "დიფსთეითი", არამედ ობიექტური რეალობა
ირაკლი კობახიძე – დიალოგი უნდა გაგრძელდეს მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ობიექტური რეალობის შესაბამისად
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…