პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: “ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა და დროშების განთავსება არაღიარების პრინციპს არ ეწინააღმდეგება. მისი თქმით, ტექნიკური საკითხების მოგვარება საბოლოოდ დეოკუპაციის გასაღები შეიძლება გახდეს.

პრემიერი: “ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით”
POSTV

„არის მთელი რიგი საკითხები, მეტწილად, ტექნიკური შინაარსის. ეს ტექნიკური შინაარსის საკითხები არ არის დაკავშირებული, სამწუხაროდ, დეოკუპაციასთან, თუმცა ბუნებრივია, ნებისმიერი საკითხის, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში, იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

“კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ეს ვერ მოხდება დეოკუპაციის გარეშე, თუმცა ისიც გვესმის, რომ ეს არ არის ერთდღიანი, არც ერთთვიანი და არც ერთწლიანი ამოცანა. შესაბამისად, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან, მათ შორის, ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება იმას, თუ სად შეიძლება შედგეს ეს შეხვედრები – შეიძლება, რა თქმა უნდა, შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც. თუ ასეთი მიდგომა იქნება, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მონაცვლეობით ჩატარდეს შეხვედრები მოსკოვსა და თბილისში. მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. აქ ხომ მთავარი არის პრინციპების დაცვა. ამ პრინციპების დაცვისთვის განმსაზღვრელი არის ის, რომ მოსკოვში გაემგზავრება არა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, არამედ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი.

მთავარი რა არის – არცერთმა, თუნდაც, ჟესტმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაღიარების პოლიტიკას. ეს არის მთავარი. არც დროშების იქ განთავსება, არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს. ეს არის მთავარი.

ვიღაცას შეიძლება ზედმეტი შიში ჰქონდა, მაგრამ რეალურად, არც დროშების განთავსება და არც მოსკოვსა და თბილისში შეხვედრების გამართვა არ უპირისპირდება არაღიარების პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიკობახიძე არ გამორიცხავს, რუსეთთან დიალოგი მოსკოვსა და თბილისშიც გაგრძელდეს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე - შეხვედრები, რა თქმა უნდა, შეიძლება შედგეს მოსკოვსა და თბილისშიც და ეს არავითარ რისკს არ ქმნის - მოსკოვში ქართული დროშის აფრიალება არის შესანიშნავი მოვლენა
  3. BM.GEოპოზიციურიკობახიძის თქმით, რუსეთთან შეხვედრები შესაძლოა მონაცვლეობით მოსკოვსა და თბილისში გაიმართოს
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციამდე, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხზე
  5. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება, იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია
  6. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს ბუნებრივი ბარიერი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები