პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა, რომელმაც შალვა თადუმაძე შეცვალა. კუპატაძე 2024 წლის დეკემბერში ბალტიის ქვეყნებმა საპროტესტო აქციების დარბევის გამო დაასანქცირეს.

შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
BM.GE

შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.

კუპატაძე 2024 წლის დეკემბერში ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოში საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის გამო დაასანქცირეს, ხოლო „ფორმულის“ ცნობით, იმავე პერიოდში მას ქვეყანაში შესვლა გერმანიამაც აუკრძალა.

შსს-ს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, მას სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

კუპატაძემ ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე გელა გელაძე თანამდებობიდან 2 ნოემბერს გადადგა და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურირამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებული თეიმურაზ კუპატაძე შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები